ზიდანი ბრუნდება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლეგენდარული ფეხბურთელი, ზინედინ ზიდანი ორი წელია უმუშევარია და ეს იმის მიუხედავად, რომ ფრანგ სპეციალისტს არაერთი კლუბი თუ ნაკრები ეპატიჟებოდა. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, ზიზუს მხოლოდ მადრიდის „რეალი“ ჰყავს გაწვრთნილი და ამ კლუბთან ერთად მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა. ახლა კი, მას ძალების მოსინჯვა იტალიაში სურს და თუ აპენინებზე დაიწყებს მუშაობას, ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჩაიბარებს, ტურინის „იუვენტუსი“ იქნება.

„ბებერი სინიორა“ წელს ჩემპიონობისთვის ვერ იბრძვის და იმის მიუხედავად, რომ სამი თვის წინ ჩამორთმეული 15 ქულა დაუბრუნეს, მაქსიმუმი, რასაც ამ სეზონში გუნდი გამოადნობს, ჩემპიონთა ლიგის საგზური იქნება. ზიდანი „იუვენტუსს“ ძალიან კარგად იცნობს, რადგან 1996-2001 წლებში, სწორედ ამ კლუბის ღირსებას იცავდა, შემდეგ კი „რეალში“ გადავიდა და როგორც ფეხბურთელმა, კარიერის საუკეთესო წლები ესპანურ გრანდში გაატარა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე