ქართველმა „ჰალკმა“ ლეგენდარული კანადელი ჩემპიონი დაამარცხა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თანამედროვე მკლავჭიდის ლეგენდარული ჩემპიონები ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდნენ. East vs West-ის პრესტიჟულ ღონისძიებაზე, რომელსაც სტამბოლმა უმასპინძლა, განსაკუთრებულ ინტერესს, რა თქმა უნდა, სუპერმძიმე წონა იქცევდა.

ქართველ „ჰალკად“ წოდებული ლევან საგინაშვილი კანადელ ჩემპიონს, დევონ ლარატს კარიერაში მეორედ დაუპირისპირიდა და კვლავ მარტივად დაამარცხა  – 4:0.

საგინაშვილმა ლარატს ხელი ოთხჯერ დაადებინა და კანადელმა გარკვეული წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პირველი ორთაბრძოლის დროს მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ უძლეველი ქართველი მკლავჭიდელი ტრავმის გამო ერთი წლის განმავლობაში ვერ ასპარეზობდა. თუმცა ლევან საგინაშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტრიუმფით დაბრუნდა და დევონ ლარატს ჩემპიონის ქამარი წაართვა.

East vs West-ის ტურნირი ქართველი კლავჭიდელების სრული დომინაციით წარიმართა – ლევან საგინაშვილის გარდა, ჩემპიონები ირაკლი ზირაქიშვილი და დავით სამუშია გახდნენ.