ფინანსური დარღვევები „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა

მთავრობის, პარლამენტის და სხადასხვა საჯარო უწყების აუდიტის გარდა, საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს სახელმწიფო უწყებების ქოლგას შეფარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) და შეზღუდული პასუხისმგებლოუს საზოგადოებების (შპს) აუდიტები. სახელმწიფო სსიპ-ებსა და შპს-ებს ხატოვნად ბიუჯეტის ხორცმეტებსაც უწოდებენ და არც თუ ისე უსაფუძვლოდ. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, „ვერსია“ ამჯერად შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2022 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტს გთავაზობთ, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, როგორც ერთადერთი ლიცენზირებული სუბიექტი, უზრუნველჰყოფს ბუნებრივი გაზის შეუფერხებელ, უწყვეტ, უსაფრთხო ტრანსპორტირებას და მაგისტრალური გაზსადენების გამართულ ფუნქციონირებას. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ხორციელდება საქართველოს ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებისათვის, სამრეწველო და ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებისთვის და ტრანზიტული დანიშნულებით - ჩრდილოეთიდანსამხრეთის მიმართულებით. კომპანია უზრუნველჰყოფს მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების გეგმისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, დასახლებულ პუნქტებში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას.

კომპანიის შემოსავლის მთავარი წყაროა გაზის ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის მომსახურების გაწევიდან მიღებული სარგებელი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის - სემეკი მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად. კომპანიის საქმიანობიდან მიღებულმა ამონაგებმა 2022 წელს შეადგინა 114 087 000 ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ - 35 918 000 ლარი. აუდიტის შედეგად, გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა, თუმცა ვიდრე ხარვეზებს გაგაცნობთ, ჯერ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ შესახებ, ზოგად ინფორმაციას გავეცნოთ

 

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის შესახებ

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, შპს „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრესთან (სს „საქართველოს ნავთობისა და გაზისკორპორაციის“ შვილობილი კომპანია), გაფორმებული მაგისტრალური გაზსადენის დამასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, ოპერირებას უწევს ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელს. კერძოდ, გაზსადენებს საერთოსიგრძით - 1 967კმ; 400-მდე გაზის გამანაწილებელ სადგურს, შენობებსა და ნაგებობებს.

ამ მაგისტრალური გაზსადენებით წარმოებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება საქართველოს ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებისათვის, სამრეწველო და ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებისთვის და ასევე ხორციელდება გაზის ტრანზიტი ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით.

საქართველოს მასშტაბით, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი რეგულირდება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკი) მიერ და ეფუძნება წინა პერიოდებში ხარჯების, შემოსავლებისა და განხორციელებული/დაგეგმილი ინვესტიციების ანალიზს. აღნიშნული ტარიფი 2020-2022 წლებისთვის განსაზღვრული იყო 18.95 ლარით, ყოველ ტრანსპორტირებულ, 1 000 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზზე.

კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია, ასევე საქართველოს მთავრობისგანკარგულების საფუძველზე, საქართველოს მოსახლეობის გაზით მომარაგების ხელშეწყობის ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, გაზსადენის ქსელის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. დასრულებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ, საბოლოოდ ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცემა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“.

 

დარღვევები ბუნებრივი გაზის ხარისხის მონიტორინგში

ბუნებრივი გაზის ქსელის წესების მიხედვით, ტრანსპორტირების ლიცენზიანტმა უნდა განახორციელოს ბუნებრივი გაზის ხარისხის და შემადგენლობის მონიტორინგი მეზობელი ქვეყნის ტრანსპორტირების სისტემიდან მიღების თითოეულ პუნქტში, ტრანსპორტირების სისტემის თითოეულ შერევის წერტილსა და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელსაც ტრანსპორტირების ლიცენზიანტი საჭიროდ ჩათვლის.

„ბუნებრივ გაზში ენერგიის შემცველობის გაანგარიშების ძირითადი პარამეტრია მთლიანი თბოუნარიანობა, რომელიც განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ქიმიური შემადგენლობის ანალიზის შედეგად, დადგენილი ქიმიური პარამეტრების გათვალისწინებით. ტრანსპორტირების ლიცენზიანტმა საკუთარ ვებგვერდზე ყოველდღიურად უნდა გამოაქვეყნოს მთლიანი და წმინდა თბოუნარიანობის საშუალო დღიური მნიშვნელობები ხარისხის გაზომვის თითოეულწერტილისთვის, სულ მცირე - ბოლო 12 თვისთვის.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მახასიათებლების მონიტორინგის ნაკლოვანება. კერძოდ, კომპანიაში შესაბამისი ინტენსივობით ხორციელდება ანალიზები ბუნებრივი გაზის პარამეტრების დასადგენად, როგორებიცაა, თბოუნარიანობა, სიმკვრივე და სხვა. თუმცა, არ ხორციელდება ბუნებრივი გაზის ქვემოთ ჩამოთვლილი ხარისხობრივი მახასიათებლების მონიტორინგი და განსაზღვრა, რადგან კომპანია არ ფლობდა აღნიშნული პარამეტრების დასადგენად საჭირო მოწყობილობებს“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

გაზში აღნიშნული ქიმიური ელემენტების დადგენილ პარამეტრებზე მეტი მოცულობით არსებობა იწვევს გაზის მილების, მონიტორინგის სისტემისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის დაზიანებას, უარყოფით გავლენას ახდენს გაზის ხარისხზე, გარემოსდაცვით უსაფრთხოებაზე და წარმოშობს დამატებით ხარჯებს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია უცხო ქვეყნებიდან ტრანსპორტირებული გაზის ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ; მნიშვნელოვანია კომპანიამ სრულყოფილად აწარმოოს სათანადო ანალიზი, რეალურად მოწოდებული გაზის ხარისხისა და შემადგენლობისდასადგენად. მიღებული განმარტებით, შეძენილია შესაბამისი დანადგარები, რაც შესაძლებლობას მისცემს კომპანიას, შემდგომ პერიოდში განახორციელოსგაზის ხარისხის სრულყოფილი მონიტორინგი.

აქედან გამომდინარე, აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ კომპანიის მიერ ბუნებრივი გაზის ხარისხის გაზომვის პროცედურები არ არის სრულად შესაბამისობაში ქსელის წესებით დადგენილ მოთხოვნებთან, რაც კომპანიის მიერ ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის ხარისხის დაცვის, გაზსადენი მილებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის დაზიანების რისკებს წარმოშობს.

 

ბუნებრივი გაზის აღრიცხვის სისტემა

ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძის დადგენილ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და კონტროლი ევალება ტრანსპორტირების ლიცენზიანტს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს გაზომვის მონაცემების აღება, შეგროვება და დადასტურება გაზის აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემის საშუალებით.

„ტრანსპორტირების ლიცენზიანტს უფლება აქვს განახორციელოს აღრიცხვის კვანძის გეგმური და საკონტროლო შემოწმება მისი სტრუქტურული გამართულობისა (ვიზუალურად) ან/და გაზომვის მოწყობილობების სწორად ფუნქციონირების შემოწმების მიზნით. აღრიცხვის კვანძის გეგმური შემოწმება და გამზომი მოწყობილობების კალიბრაცია უნდა განხორციელდეს ახალი აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში მიღებისას და არსებულ აღრიცხვის კვანძებზე ისეთი ცვლილების განხორციელებისას, რომელიც ზეგავლენას მოახდენს გაზის აღრიცხვის სიზუსტეზე.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სრულყოფილად არ ხდება გაზომვის მოწყობილობების მონაცემთა ბაზის მართვა, რაც გამოიხატება შემდეგში: გაზომვის მოწყობილობების მონაცემთა ბაზის პროგრამა ვერ უზრუნველყოფს ტურბინული და როტაციული ტიპის მრიცხველების სტანდარტიზაციის ვადის დადგომის ავტომატურ შეტყობინებას, რაც ქმნის აღრიცხვის კვანძების დაგვიანებით შემოწმების რისკებს, რამაც შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის სწორად აღრიცხვაზე“.

აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ დიაფრაგმული მრიცხველების შემთხვევაში, შემოწმება ხორციელდებოდადამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, კანონით დადგენილი ვადებისგათვალისწინებით, ხოლო რაც შეეხება ტურბინული და როტაციული ტიპისმრიცხველებს, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ გარკვეულ შემთხვევებში არ არის განხორციელებული მრიცხველების შემოწმება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, ხოლო ხშირ შემთხვევებში, შესრულებულია დაგვიანებით.

„მაგალითად, შერჩეული მრიცხველებიდან 2023 წელს სტანდარტიზაცია რამდენიმე წლის დაგვიანებით ვერ გაიარა 8 მრიცხველმა და შესაბამისად, შეიცვალა სხვა მრიცხველებით. აქედან გამომდინარე, შესაძლოა არსებობდეს რისკები, რომ ტურბინული და როტაციული ტიპის მრიცხველების დაგვიანებით შემოწმების შედეგად ვერ მოხდეს ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის სწორად აღრიცხვა, რაც დაკავშირებულია ფინანსურ დანაკარგებთან“.

სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ არ არის უზრუნველყოფილი ტურბინული და როტაციული ტიპის მრიცხველების კანონის შესაბამისად დადგენილ ვადებში სრულად შემოწმება. აღნიშნული შესაძლოა ქმნიდეს ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის არასწორად აღრიცხვის რისკებს, რაც დაკავშირებულია ფინანსურ დანაკარგებთან.

 

ტრანსპორტის ხარჯები

საქართველოს მთავრობის დადგენილება არეგულირებს სახელმწიფოავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის მოთხოვნებს, ხოლო კომპანია, როგორც 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო, ავტოპარკის მართვის დროს, ვალდებულია ამ დადგენილებით ხელმძღვანელობდეს.

„2022 წელს, კომპანიას სულ ერიცხებოდა 157 სატრანსპორტო საშუალება, აქედან: განპიროვნებული - 16; სამორიგეო - 18; სპეციალიზებული - 119; თხოვების ხელშეკრულებით - 2; არაკლასიფიცირებული - 2. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები: განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე თანამდებობის პირების შვებულებაში ან საზღვარგარეთ მივლინებაში ყოფნის პერიოდში, განპიროვნებული ავტომანქანა არყოფილა გაჩერებული და არც დოკუმენტურად დასაბუთებული საფუძვლით გადაცემული სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების სხვა თანამშრომელზე, რაც წარმოადგენსარამართლზომიერ ხარჯს;

2022 წელს სამორიგეო ავტომობილებზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 180 787 ლარი, აქედან, საწვავის ხარჯმა - 107 855 ლარი, საიდანაც 11 383 ლარი მოიცავდა მივლინებების დროს გაწეულ ხარჯს. დანარჩენი 96 472 ლარის საწვავის ხარჯვისას, სამორიგეო ავტომობილების გამოყენება არ ხდებოდა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, დაწესებულების შესაბამის თანამშრომელზე გამოყოფით, რის გამოც ვერ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, გამოიყენებოდა თუ არა სამორიგეო ავტომობილები სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად და მართლზომიერი იყო თუ არა სამორიგეო ავტომობილებზე გაწეული 96 472 ლარის საწვავის ხარჯი;

ორი თანამშრომლის ავტომობილზე საწვავის გაცემის მიზნით, კომპანიას გაფორმებული ჰქონდა თხოვების ხელშეკრულებები“.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ კომპანია, როგორც 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო, ავტოპარკის მართვის დროს უნდა ხელმძღვანელობდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დამტკიცებული სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის შესაბამისად.არადა, აუდიტის პერიოდში გამოვლინდა კომპანიის მიერ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსაბამობის გარკვეული შემთხვევები.

„კერძოდ, თანამდებობის პირების მივლინებისა და შვებულების დროს, მათზე განპიროვნებული ავტომობილის ექსპლუატაცია შესაბამისი დასაბუთების გარეშე, რაც წარმოადგენს არამართლზომიერ ხარჯს; სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი მიზნებისთვის დაუსაბუთებლად გამოყენების შემთხვევები, რაც შესაძლოა მიუთითებდეს არამართლზომიერად გაწეულ ხარჯებზე; თანამშრომელთა კუთვნილი ავტომობილების თხოვება, შესაბამისი საჭიროების დასაბუთების გარეშე, რაც წარმოადგენს არამართლზომიერ ხარჯს“.

 

დარღვევები ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებაში

მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევის მიზნით, ტრანსპორტირების ლიცენზიანტსა და სისტემით მოსარგებლეს შორის გაფორმებული უნდა იყოს გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულება, რომელიც სისტემით მოსარგებლეს ავალდებულებს, სრულად გადაიხადოს კომისიის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიით გათვალისწინებული გადასახდელები.

„გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ“ განაცხადის სტანდარტული ფორმა ითვალისწინებს სისტემით მოსარგებლის მიერ, ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულების ასლის წარმოდგენას, რაც ტრანსპორტირების ლიცენზიანტს ეხმარება შემდგომი წლისთვის გასატარებელი ბუნებრივი გაზის მოცულობის პროგნოზირებასა და ტრანსპორტირების სისტემის გამართულად ფუნქციონირებაში.

„აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შერჩეული 15 კომპანიიდან, ათ შემთხვევაში, კომპანიას გაფორმებული ჰქონდა ტრანსპორტირების ხელშეკრულებები სისტემით მოსარგებლე ისეთ კომპანიებთან, რომლებსაც არ ჰქონდათ წარმოდგენილი ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულება - სულ 59 467 781 ლარის ღირებულების, 2 644 635 772 კუბური მეტრი გაზის მოცულობაზე.

დანარჩენ შემთხვევებში, წარმოდგენილი ხელშეკრულებით განსაზღვრული გაზის მოცულობები არსებითად განსხვავდებოდა 2022 წელს შესაბამისი კომპანიებისთვის, ფაქტობრივად ტრანსპორტირებული გაზის მოცულობასთან“.

სწორედ ამიტომ, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ტრანსპორტირების ხელშეკრულების გაფორმებისთვის განაცხადის სტანდარტული ფორმა ითვალისწინებდა სისტემით მოსარგებლის მიერ ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულების ასლის წარმოდგენას. ამავდროულად, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ტრანსპორტირების ხელშეკრულება ფორმდებოდა ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულების წარმოდგენის გარეშე, ხოლო სხვა შემთხვევებში ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაზის მოცულობა არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად ტრანსპორტირებული გაზის მოცულობას, რაც ხელს უშლის ტრანსპორტირების საპროგნოზო მაჩვენებლების განსაზღვრას და წარმოშობს ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მოცულობების ტრანსპორტირების რისკებს.

„მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის პერიოდში, ამ ხარვეზს არ გამოუწვევია უარყოფითი შედეგი - მიუღებელი შემოსავლის სახით, კონტროლის მექანიზმის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების პროცესის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, ასევე სავაჭრო პროცესის უწყვეტობისა და მიკვლევადობისთვის“.

 

 ავტორი: მაკა რუხაძე