• მთავარი

Sidebar

  • მთავარი

Magazine menu

  • Home
  • ვერსია
  • დედაქალაქი
  • ექსკლუზივი
  • საზოგადოება
  • კრიმინალი
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მეტი
    • ბეჭდური ვერსია
    • რედაქტორის რჩეული
Teline V Teline V Teline V Best News Template For Joomla
რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
27 October 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური განცხადება დღევანდელი აქციის შესახებ

რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
27 October 2021

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 4 პირი

რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
23 October 2021

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მეხანძრე-მაშველები დაჯილდოვდნენ

რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
23 October 2021

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მეხანძრე-მაშველები დაჯილდოვდნენ

  • Home
  • ვერსია

    ვერსია

    • ანალიტიკა

    • პოლიტიკა

    • ეკონომიკა

    ვერსია - ახალი სტატიები

    • ეკონომიკა
      Details
      Jul 01 2022

      ევროკავშირის რა რეგულაციები შეასრულა საქართველომ დღემდე და რა დარჩა შესასრულებელი

    • ანალიტიკა
      Details
      Jul 01 2022

      „შეიძლება, ჰააგის პროკურატურამ მესამე ქვეყანას დაავალოს ძებნილების დასაკავებლად სპეცოპერაციის ჩატარება“- პაატა დავითაია აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს

    • პოლიტიკა
      Details
      Jun 30 2022

      რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სტუდენტები თსუ-ს მაღლივ კორპუსში - მზადება 3 ივლისის აქციისთვის

    • პოლიტიკა
      Details
      Jun 30 2022

      "უაღრესად ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთისგან 5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას" - ირაკლი ღარიბაშვილი

    • პოლიტიკა
      Details
      Jun 29 2022

      "ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას" - ირაკლი ღარიბაშვილი

    • პოლიტიკა
      Details
      Jun 29 2022

      პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს შეხვდა

    • პოლიტიკა
      Details
      Jun 29 2022

      "საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს" - ირაკლი ღარიბაშვილი

    • პოლიტიკა
      Details
      Jun 29 2022

      "საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით" - ირაკლი ღარიბაშვილი

    • პოლიტიკა
      Details
      Jun 29 2022

      პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სენატის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა

  • დედაქალაქი
  • ექსკლუზივი

    ექსკლუზივი

    • ჟურნალისტური გამოძიება

    • ინტერვიუ

    • ბლოგი

    • ექსკლუზიური ვერსია

    ექსკლუზივი - ახალი სტატიები

    • ინტერვიუ
      Details
      Jun 23 2022

      „უპატრონოდ არის მიტოვებული სარესტორნე ბიზნესი, რესურსი ძალიან ცოტაა, სერვისი - უარესი“ - ექსკლუზიური ინტერვიუ შეფ გურამ ბაღდოშვილთან

    • ბლოგი
      Details
      Jun 22 2022

      „ჩემი საქართველო აქ არის“ ანუ 20 ივნისიდან 20 ივნისამდე

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Jun 20 2022

      ექსკლუზივი: „დაუყოვნებლივ ოპერიციას საჭიროებს“ -შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულის მდგომარეობა დამძიმდა

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Jun 09 2022

      საჯარო მოხელეთა პროფესიულ განვითარებაში დარღვევები გამოვლინდა - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მორიგი დასკვნა

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Jun 02 2022

      „ვაპირებ ყოფილ მეუღლეს მეურვეობა ჩამოვართვა“ - ექსკლუზიური დეტალები შიდა ქართლში მომხდარი სავარაუდო გაუპატიურების საქმეზე

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      May 11 2022

      „IDS ბორჯომი საქართველოს“ დასაქმებულები 21 დღეში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      May 11 2022

      დარღვევები, რომლებიც საჯარო სკოლებში, დისტანციური სწავლების ფარგლებში გამოვლინდა - სახელმწიფო აუდიტის სკანდალური დასკვნა

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      May 09 2022

      „შვილებმა სასამართლოზე არც კი შემომხედეს, შეაზიზღეს ჩემი თავი, მე ხომ მათთვის არაფერი დამიშავებია?!“- სკანდალური ინტერვიუ მამასთან, რომლის შვილიც ბაბუას გაუპატიურებაში ადანაშაულებს

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      May 04 2022

      „ბორჯომის“ გასხვისების სკანდალური დეტალები

  • საზოგადოება

    საზოგადოება

    • ჯანდაცვა

    • განათლება

    • კულტურა

    საზოგადოება - ახალი სტატიები

    • საზოგადოება
      Details
      Jul 01 2022

      პეტიცია შინაური ცხოველების დასაცავად და გადასარჩენად

    • საზოგადოება
      Details
      Jun 30 2022

      „ეშმაკსაც დავუჯდები მოსალაპარაკებლად, ოღონდ საქართველო იყოს წინ და იყოს ევროპაში“ - ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

    • საზოგადოება
      Details
      Jun 28 2022

      რამ გამოიწვია საქართველოში კლიმატის უჩვეულო ცვლილება და გველოდება თუ არა ცხელი ზაფხული

    • კულტურა
      Details
      Jun 27 2022

      ისტორიაში პირველად სიქსტის კაპელაში ქართული საგალობლები აჟღერდა - პატრიარქის „ავე მარია“ და სამების გუნდის შთამბეჭდავი კონცერტი ვატიკანში

    • კულტურა
      Details
      Jun 27 2022

      სვიატოსლავ ვაკარჩუკის მიერ ქართულად შესრულებული „თბილისო“ და სამდღიანი ფესტივალი “მუსიკა ათავისუფლებს” - ყველაფერი TBILISI OPEN AIR -ზე

    • საზოგადოება
      Details
      Jun 18 2022

      ექსკლუზივი: თსუ-ს სტუდენტები, რომლებიც აქციებს მართავენ ერთმანეთს პოლიტიკური ნიშნით უპირისპირდებიან

    • ჯანდაცვა
      Details
      Jun 22 2022

      შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების მისაღებად რეგისტრაცია 23 ივნისიდან დაიწყება

    • ჯანდაცვა
      Details
      Jun 22 2022

      „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“, DFC-ის პარტნიორობით, დევნილ უკრაინელებს დაეხმარება

    • საზოგადოება
      Details
      Jun 22 2022

      დაბა ურეკში, სანაპირო ზოლი და ახალი ბულვარი მოეწყო

  • კრიმინალი

    კრიმინალი

    • სასამართლო

    • პატიმრის დღიური

    • კრიმინალური ქრონიკა

    კრიმინალი - ახალი სტატიები

    • კრიმინალი
      Details
      Jun 29 2022

      შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა, მათ შორის 3 ნარკორეალიზატორია

    • პატიმრის დღიური
      Details
      Jun 29 2022

      ბიზნესმენმა სიძის მკვლელობაში 26 ათასი დოლარი გადაიხადა - რატომ არ დაასახელეს ბოშებმა მკვლელობის შემკვეთი

    • პატიმრის დღიური
      Details
      Jun 27 2022

      ფრთხილად: ბინებში, რომელიც დღიურად ქირავდება, ფარული ვიდეოთვალია დამონტაჟებული

    • პატიმრის დღიური
      Details
      Jun 27 2022

      ქურდობების სერია, „ნაკოლშჩიკი“ მებუხრე და ობოლი გოგონა - როგორ გავიდნენ სამართალდამცავები ორგანიზებული ბანდის კვალზე

    • კრიმინალი
      Details
      Jun 23 2022

      ეჭვიანმა ქმარმა ომის თვითმარქვია ვეტერანი მოკლა: „ჯიბიდან დანა ამოვიღე და დავარტყი“ - მკვლელის აღიარებითი ჩვენება

    • კრიმინალი
      Details
      Jun 20 2022

      ჯგუფურად ჩადენილი ფინანსური გამოძალვის საქმე აჭარაში - რით ემუქრებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს

    • პატიმრის დღიური
      Details
      Jun 17 2022

      როგორ მოიპარა კულტურის სფეროს წარმომადგენელმა 70 ათასად შეფასებული მონეტები - უცნაური საქმის სკანდალური დეტალები

    • კრიმინალი
      Details
      Jun 17 2022

      შსს-მ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა, ხოლო 1 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

    • პატიმრის დღიური
      Details
      Jun 16 2022

      როგორ დაიგეგმა ხანშიშეული მოსამართლის გაუპატიურების იმიტაცია

  • სპორტი

    სპორტი

    • ფეხბურთი

    • კალათბურთი

    • რაგბი

    • სუმო

    • ჭიდაობა

    • სპორტი

    სპორტი - ახალი სტატიები

    • ფეხბურთი
      Details
      Jun 28 2022

      ბეილი ამერიკაში ითამაშებს

    • ფეხბურთი
      Details
      Jun 28 2022

      მანე „ბაიერნში“ 32 მილიონად გადავიდა

    • სპორტი
      Details
      Jun 28 2022

      ყატარში სექსი აიკრძალა

    • სპორტი
      Details
      Jun 28 2022

      საქართველომ, შესაძლოა, ისტორია დაწეროს

    • ფეხბურთი
      Details
      Jun 28 2022

      „ნაპოლიში“ კვარაცხელიას დებიუტი 14 ივლისს შედგება

    • ფეხბურთი
      Details
      Jun 28 2022

      ახალი კონტრაქტი თუ მამარდაშვილი „მანჩესტერში“?

    • სპორტი
      Details
      Jun 22 2022

      ბაზაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

    • სპორტი
      Details
      Jun 22 2022

      ერთი ფოტოს ისტორია

    • სპორტი
      Details
      Jun 22 2022

      ევროთასების წინ, „დინამომ“ მწვრთნელი გაუშვა

  • მსოფლიო

    მსოფლიო

    • მსოფლიო პოლიტიკა

    • სამედიცინო სიახლეები

    • გართობა

    • Uncategorised

    მსოფლიო - ახალი სტატიები

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 20 2022

      Time-ის მკითხველებმა ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელეს წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 20 2022

      უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების 14 შეტევა მოიგერიეს

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 19 2022

      უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევას დონეცკის მიმართულებით

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 19 2022

      "ყველა დასახლებამ, რომელიც დროებით ოკუპირებულია, უნდა იცოდეს - უკრაინა დაბრუნდება, ჩვენ არავის ვტოვებთ" - ზელენსკი

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 18 2022

      უკრაინაში საომარი მდგომარეობა 24 აგვისტომდე გახანგრძლივდა

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 18 2022

      „მარიუპოლის ყველა დამცველი ძალიან სიმბოლურია და ეს ასეა რუსეთისთვისაც, ოღონდ ნეგატიური თვალსაზრისით“-მიხაილო პოდოლიაკი

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 18 2022

      ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას საომარი მდგომარეობის გახანგრძლივება შესთავაზა

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 18 2022

      ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში წევრობის განაცხადი შეიტანეს

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 18 2022

      ავსტრალია რუსეთსა და ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს

  • მეტი
    • ბეჭდური ვერსია
    • რედაქტორის რჩეული
  1. You are here:  

დედაქალაქი

ვინ არის და რა ქონებას ფლობს თბილისის მერის ახალი მოადგილე

Details
მაკა რუხაძე
დედაქალაქი
16 June 2022

კახა გულედანი ილია ელოშვილის საქმიანობას გააგრძელებს

თბილისში ხის უკანონოდ მოჭრისთვის ჯარიმა 10-ჯერ გაიზრდება

Details
ვერსია
დედაქალაქი
18 May 2022

„გვინდა, ხეების უკანონო ჭრის მიმართულებით, ჩვენი მიდგომები კიდევ უფრო გავამკაცროთ. მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინება და დაწმუნებულები ვართ, მათი მხარდაჭერით, არსებული კანონმდებლობის გამკაცრებას შევძლებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კახა კალაძის თქმით:

უკანონო ჭრებისთვის, ჯარიმა 500-დან 5 000 ლარამდე გაიზრდება. აღნიშული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, ჯარიმა 1000-დან 10 000 ლარამდე იზრდება;

ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოჭრილი ხის სახეობა ვერ დადგინდებოდა, მხოლოდ 500-ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული. ცვლილების მიხედვით კი, აღნიშნული თანხა გაიზრდება და თითოეული ნარგავისთვის, ზიანის ოდენობა 5 000 ლარით განისაზღვრება. ამასთან, გასამმაგდება ზიანის გამოთვლისთვის დადგენილი კოეფიციენტები;

იმ ადგილებზე, სადაც მწვანე ნარგავს უკანონოდ მოჭრიან, შენობის განთავსება აიკრძალება და მშენებლობის პროცესში, ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას, პასუხისმგებლობა ნებართვის მფლობელს დაეკისრება.

რომელ მარშრუტებზე იმოძრავებს 15 აპრილიდან ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები

Details
ვერსია
დედაქალაქი
06 April 2022

სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 15 აპრილიდან დედაქალაქის მოსახლეობას ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები ეტაპობრივად მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მომატებული მგზავრთნაკადებისა და სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია ავტობუსის შვიდი და მიკროავტობუსის ათი ახალი მარშრუტის ამოქმედება.

კერძოდ, N298 ავტობუსი – უზრუნველყოფს მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ ქავთარაძის ქუჩის გავლით, ყაზბეგისა და პეკინის გამზირების კავშირს, ასევე, მგზავრების მომსახურებას სადგურის მოედნის მიმართულებით; N299 ავტობუსი – უზრუნველყოფს მგზავრების მომსახურებას მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან დიღმის მასივის მიმართულებით (ლუბლიანას ქუჩისკენ); N300 ავტობუსი – დავით აღმაშენებლის გამზირიდან საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით გადაადგილდება. N303 ავტობუსი – მგზავრებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ილია სუხიშვილისა და სესილია თაყაიშვილის ქუჩების გავლით მოემსახურება; N366 ავტობუსი – სრულად ჩაანაცვლებს N420 მიკროავტობუსს და უზრუნველყოფს გიორგი აბაშვილის, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის, თრიალეთისა და კალოუბნის ქუჩების მომსახურებას (მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“); N396 ავტობუსი – ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N408, იგი მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით, უზრუნველყოფს აეროპორტის, ალექსეევკის დასახლებებისა და მასთან ერთად, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების გადაყვანას; N399 ავტობუსი – ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N537-ს და მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ „ლილო მოლის“ მიმართულებით იმოძრავებს; ავტობუსების – N373 და N379 მარშრუტებზე მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შემცირდება მოცდის ინტერვალი.

ავტობუსების მარშრუტების გარდა, ამოქმედდება მიკროავტობუსის შემდეგი ახალი მარშრუტები:

N408 მიკროავტობუსი – მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნის გავლით, უზრუნველყოფს კაკაბაძისა და ჭონქაძის ქუჩების მცხოვრებლების მომსახურებას; N420 მიკროავტობუსი – მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ჭოველიძისა და ბელინსკის ქუჩების გავლით, რჩეულიშვილისა და ჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს მოემსახურება; N537 მიკროავტობუსი – მეტროსადგურ „დელისიდან“ უზრუნველყოფს ნუცუბიძის პლატოს III და IV მიკრორაიონების კავშირს, ასევე, მოემსახურება დათუაშვილისა და ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩებს; N549 მიკროავტობუსი – მოემსახურება წინანაურის, საბატონოს, ცოლიკაურის, ჟორდანიასა და დიდი ხეივნის ქუჩების მოსახლეობას; N552 მიკროავტობუსი – უზრუნველყოფს კალანდაძისა და თორთლაძის ქუჩების მცხოვრებლების მომსახურებას და მგზავრებს მეტროსადგურ „300 არაგველთან“ დააკავშირებს. გარდა ამისა, N553 მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ღრმაღელემდე“ იმოძრავებს გვაზაურის II შესახვევის, ზიგზაგის I და ბოგვის ქუჩების გავლით; N554 მიკროავტობუსი – უზრუნველყოფს თვალჭრელიძის ქუჩისა და ამავე ქუჩის II შესახვევის, ასევე, ბერიაშვილის ქუჩის მომსახურებას და მესამე მასივის გავლით, მგზავრებს მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ დააკავშირებს; N555 მიკროავტობუსი – უზრუნველყოფს მგზავრთა გადაადგილებას მეტროსადგურ „300 არაგველამდე“ შორაპნის II ქუჩის, ზურაბიშვილისა და დოლაბაურის ქუჩების გავლით; N556 მიკროავტობუსი – მგზავრებს როსტოვის, ქინქლაძის, ლარეხისა და ჩეჩელაშვილის ქუჩებით რკინიგზის გადასასვლელ ხიდთან დააკავშირებს; N558 მიკროავტობუსი – უზრუნველყოფს მომსახურების გაუმჯობესებას მეტროსადგურ „დელისამდე“ ნუცუბიძის I მიკრორაიონიდან ნუცუბიძის ქუჩის გავლით.

მოცდის ინტერვალები შემცირდება შემდეგ მიკროავტობუსებზე: N403, N423, N424, N425, N428, N429, N439, N444, N445, N456, N465, N480, N496, N500, N510, N511, N520, N521, N524 და N546. N411 მიკროავტობუსის მარშრუტი დამატებით, მოემსახურება ქვემო ფონიჭალაში ალექსანდრე ბერიძის ქუჩის მოსახლეობას; N419-ის მარშრუტი წრიული იქნება და მიკროავტობუსი სოფელ აგარაკების მოსახლეობას მოემსახურება; N422 მიკროავტობუსი ნესტან დარეჯანის ქუჩიდან სოფელი დიღმის მიმართულებით იმოძრავებს; N427-ის მარშრუტიც წრიული იქნება და დამატებით, მოემსახურება იაკობ ცურტაველისა და გიორგი გურამიშვილის ქუჩებს; მიკროავტობუსი – N486 მოემსახურება გლდანის ხევის მოსახლეობას; N476 მარშრუტში განხორციელდება ცვლილება, აღნიშნული მიკროავტობუსი სადგურის მოედნიდან მგზავრებს ნუცუბიძისა და მინდელის ქუჩების მიმართულებით მოემსახურება.

სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ ახალი წესი ამოქმედდება

Details
ვერსია
დედაქალაქი
14 June 2022

სამშენებლო კანონდარღვევების აღმოფხვრის მიზნით, პარლამენტმა მიიღო კანონი, თბილისის საკრებულომ კი შესაბამისი წესი დაამტკიცა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქამდე ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობა პრობლემას წარმოადგენდა, რადგან კანონდამრღვევები ხელოვნურად აბრკოლებდნენ აღსრულების პროცესს.

„სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ არაერთხელ გავამკაცრეთ სანქციები, თუმცა, ამის მიუხედავად, დღემდე პრობლემას წარმოადგენდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობა. კანონდამრღვევები, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ დარღვეული აქვთ კანონი და მათი სასარგებლო გადაწყვეტილება არც ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში იქნებოდა გამოტანილი, ხელოვნურად აბრკოლებდნენ გადაწყვეტილებების ჩაბარებას, არ იბარებდნენ სპეციალურად, რაც აფერხებდა აღსრულებას. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ჩვენი ინიციატივით, შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც წარედგინა პარლამენტს და მათი ჩართულობით, მიღებული იქნა. ასევე, საკრებულომაც დაამტკიცა შესაბამისი წესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული კანონით დაჩქარდება მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი.

„პირველ რიგში, გადაწყვეტილება საფოსტო გზავნილით გაიგზავნება საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი ვერ ან არ ჩაიბარებს ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება განთავსდება, როგორც სამშენებლო ობიექტზე, ასევე ვებგვერდზე – www.decisions.tbilisi.gov.ge. სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებიდან და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთვიდან მეშვიდე დღეს, გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის ჩაითვლება გაცნობილად. ამდენად, ახალი წესებით და მიდგომებით დაჩქარდება მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება

Details
ვერსია
დედაქალაქი
17 May 2022

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 18 მაისს, 00:00 საათიდან პირველი რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერიის ცნობით, რესპუბლიკის მოედანზე შემხვევ სატრანსპორტო საშუალებებს რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობისას გადაადგილება მხოლოდ მ. ჯავახიშვილის ქუჩიდან მ. კოსტავას ქუჩის გავლით შეეზღუდებათ, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება უცვლელი დარჩება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის მ. კოსტავას ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მ. კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით.

თავისუფლების მოედანზე წრე შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლით, ხოლო სატრანსპორტო გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცვლილება განხორციელდება ჯავახიშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით მოძრავ ავტობუსებზე: N308, N359 და მიკროავტობუსზე: N457.

აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას კოსტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს და თბილისის საკონცერტო დარბაზთან დატრიალდება.

თბილისში ავტობუსის შვიდი, ხოლო მიკროავტობუსის ათი ახალი მარშრუტი ამოქმედდება

Details
ვერსია
დედაქალაქი
06 April 2022

დედაქალაქში სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება გარკვეულ მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალების შემცირებას ითვალისწინებს.

„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მთელი რიგი რეფორმები განვახორციელეთ. გვყავს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები. დამატებით 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვას ვგეგმავთ. ასევე, ყოველდღიურად ვამუშავებთ ახალ მარშრუტებს. დედაქალაქში ავტობუსის შვიდი, ხოლო მიკროავტობუსის ათი ახალი მარშრუტი ამოქმედდება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მოხერხებული, კომფორტული და სწრაფი იყოს. ამ მიზნით, შესაბამისი პროექტები ხორციელდება. ყველა ქუჩაზე, სადაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვახორციელებთ, საავტობუსე ზოლებს ვაწყობთ. ეს მიდგომებია განვითარებულ ქვეყნებში და ჩვენც იმავე ნაბიჯებს ვდგამთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფად და კომფორტულად გადაადგილება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

თბილისის მერია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის საზაფხულო პროგრამას იწყებს

Details
ვერსია
დედაქალაქი
08 June 2022

თბილისის მერია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის, აქტიური დასვენების, გართობისა და რეკრეაციის ხელშეწყობის მიზნით, მასშტაბურ საზაფხულო პროგრამას იწყებს.

პროგრამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს თბილისში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, მათი ინტერესების შესაბამისად, პერიოდულად სხვადასხვა ახალგაზრდული სერვისის შეთავაზებას, როგორიცაა: ლაშქრობები, საველე-ბანაკები (კემპინგი); საჯომარდო ტურები; ველოტურები თბილისთან ახლო მარშუტებზე; კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი (ლისის მიმდებარე ტერიტორია); მუნიციპალური საცურაო აუზი (ზღვის უბანში).

„პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები უზრუნველყოფილი იქნებიან კვალიფიციური ინტრუქტორების მომსახურებით, კვებით, ტრანსპორტით, ეკიპირებით და საჭირო აღჭურვილობით. პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სერვისები და მათი დაინტერესება გაიზარდოს ჯანსაღი აქტივობებით. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, კონკრეტული პროგრამების შეთავაზება ახალგაზრდებისთვის, შესაბამისი ინფრაქტრუქტურის მოწესრიგება, ახალი სპორტული მოედნების გახსნა, სპორტის ხელშეწყობა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე, პროგრამაში 5 000-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება და მონაწილეთა რაოდენობა, მოთხოვნის შესაბამისად, ეტაპობრივად გაიზრდება. თბილისის მერის ინფორმაციით, პროგრამა 30 ივნისს დაიწყება და 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

მსურველებს ელექტრონული რეგისტრაცის გავლა 8 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით, ვებგვერდზე – www.youthtbilisi.ge შეეძლებათ.

ტაქსის მძღოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობის ან გაჩერების შესაძლებლობა მიეცემათ

Details
ვერსია
დედაქალაქი
06 May 2022

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა.

კანონპროექტის ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“.

როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განმარტა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, თბილისში ტაქსის მძღოლებს მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომისა და გადმოსხდომის მიზნით მიეცემათ შესაძლებლობა, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ ადგილას იმოძრაონ ან გაჩერდნენ.

„ტაქსის მძღოლებს შეეძლებათ, უსაფრთხოდ უზრუნველყონ მოძრაობა, მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომისა და ავტომობილიდან გადმოსხდომის დროს. ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას“, – განაცხადა მაია ბითაძემ. კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს საბანკო ბარათებზე სამგზავრო აბონემენტების ჩართვა შეეძლებათ

Details
ვერსია
დედაქალაქი
29 March 2022

მიმდინარე წლის მაისიდან შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ვადიანი სამგზავრო აბონემენტები საბანკო ბარათებს მიებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სერვისის ამოქმედების შედეგად, მგზავრს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება აღარ მოუწევს, რადგან საბანკო ბარათზე ნებისმიერი ვადის აბონემენტის ჩართვის შესაძლებლობა იქნება.

„როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში დავნერგეთ ვადიანი აბონემენტების სისტემა, მაშინვე ვთქვით, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნებოდა ამ ვადიანი აბონემენტების საბანკო ბარათებზე მიბმა. დღეის მდგომარეობით, 55 000- მდე სხვადასხვა კატეგორიის აბონემენტია გაყიდული და ეს პროცესი გრძელდება, რაც ძალიან კარგია და მისასალმებელი. რაც შეეხება თვითონ აბონემენტების მიბმას საბანკო ბარათებზე, ამ საკითხზე მუშაობდა ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მაისისთვის უკვე შესაძლებელი იქნება, ეს აბონემენტები საბანკო ბარათს მიებას და მგზავრს აღარ მოუწიოს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება. მის საბანკო ბარათზე შესაძლებელი იქნება ჩაირთოს ნებისმიერი ვადის აბონემენტი. დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას, რომ იცოდეთ ყველაფერი, ზუსტად როდიდან იქნება ამ სერვისის ამოქმედების შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ივნისიდან მელიქიშვილის გამზირი სრულად გადაიკეტება - კახა კალაძის ინფორმაციით, იგეგმება გამზირის სრული რეაბილიტაცია

Details
ვერსია
დედაქალაქი
18 May 2022

თბილისის მერია, ივნისიდან, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს - ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მელიქიშვილის გამზირი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში მთლიანად ჩაიკეტება, ხოლო საზოგადოებას მომდევნო დღეების განმავლობაში მიეწოდება ინფორმაცია ტრანსპორტის გადაადგილების სქემის შესახებ.

კიდევ ერთი სიახლე - თბილისში, ხის უკანონოდ მოჭრისთვის ჯარიმა 500-დან 5000-ს ლარამდე იზრდება, აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის კი ჯარიმა 1000-დან 10000 ლარამდე გაიზრდება.

კახა კალაძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი უკვე მზად არის და განსახილველად საკრებულოსა და პარლამენტს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

მეტროსადგურების - „სამგორის“ და „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციები გაიტანეს

Details
ვერსია
დედაქალაქი
03 May 2022

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიიდან (ე.წ. ნავთლუღი) და მეველის ქუჩიდან, ასევე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს.

ორივე ლოკაცია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს. მუნიციპალურმა ინსპექციამ მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ.

„სამგორისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისნისა და გლდანის რაიონის გამგებლებს ახლომდებარე ბაზრობების დირექციასთან მოლაპარაკება დაავალა, რათა გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ. გამგეობების წარმომადგენლებისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების მუშაობის შედეგად, ბაზრობის დირექცია გარემოვაჭრეებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს და ისინი საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ.

აღნიშნული მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აღკვეთის მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის მერიას, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასა და რაიონულ გამგეობებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს.

გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდებოდა, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და ტროტუარის დაკავების შედეგად, ფეხითმოსიარულეთა გადაადგილება ფერხდებოდა.

 

სამშენებლო კომპანიებს K2-ის მოსაკრებლის დავალიანების განწილვადება შეეძლებათ

Details
ვერსია
დედაქალაქი
29 March 2022

სამშენებლო კომპანიები გაზრდილი K2 კოეფიციენტის მოსაკრებლის დავალიანების განწილვადებას შეძლებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა მიმდინარე და შეჩერებული პროექტების გაგრძელებას შეუწყობს ხელს.

„2019 წლიდან შევზღუდეთ K2 კოეფიციენტის გადამეტება. ქალაქში მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ სწორად უნდა განხორციელდეს. მინდა, სამშენებლო სექტორს K2-ის მოსაკრებლის განწილვადებასთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივა გავაცნო. ეს ეხება 2019 წლამდე გაცემულ მშენებლობის ნებართვებს, რომელთაც აქვთ შესყიდული K2 კოეფიციენტი. ეს კომპანიები მოსაკრებელს ვერ იხდიან. ამის გამო, მშენებლობები გაჩერებულია, ასევე, მუნიციპალიტეტისადმი მრავალმილიონიანი დავალიანება აქვთ. სამშენებლო კომპანიებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკება, შევჯერდით, რომ დავუშვათ K2-ის განწილვადება. კანონპროექტი უკვე წარდგენილია პარლამენტში და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Page 1 of 5
  • Start
  • Prev
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • Next
  • End
Teline V Teline V Best News Template For Joomla
 
 
 

top.ge