თურქეთი საქართველოსთან ფავორიტია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

18 ივნისამდე ორ თვეზე ნაკლები დარჩა და სულ უფრო ახლოვდება ის დღე, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გააგორებს ბურთს. პირველი შეხვედრა დორტმუნდში, თურქეთთან გვაქვს და მატჩის ყველა ბილეეთი უკვე გაყიდულია. როგორც ამბობენ, ბილეთების აბსოლუტური უმრავლესობა ქართველმა გულშემატკივრებმა შეიძინეს, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ თურქეთს გერმანიაში ძალიან დიდი დიასპორა ჰყქვს, ოფიციალურად, იქ 3 მილიონზე მეტი თურქი ცხოვრობს და უბილეთოდ რომ არ დარჩებოდნენ ,ადვილი მისახვედრია. ანუ, მოედნის გარდა, ტრიბუნებზეც გვარიანი დაპირისპირება გველდოება.

საბუკმეიკერო კანტორებმა უკვე შეაფასეს მომავალი შეხვედრა და თურქეთის გამარჯვება 1.75-ად შეფასდა, ფრე - 3.80-ად, ხოლო საქართველოს მოგებაზე ფსონის დადების მსურველებს 4.33-იანი კოეფიციენტი აქვს. ისე, საქართველოსთან შეხვედრაში საბერძNეთიც ფავორიტი იყო და ღმერთმა ქნას, საბუკმეიკერო კანტორებს მოლოდინი ამჯერადაც გაუცრუვდეთ.