აქციის მონაწილეები სცენასთან მისვლას ითხოვენ და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დააანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით დამონტაჟებულ სცენასთან მისვლა სცადეს. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, არის ჯებირების გარღვევის მცდელობა, რის გამოც პარლამენტთან ვითარება დაიძაბა.

სცენის სიახლოვეს მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც პროტესტის მონაწილეებს კორდონის გარღვევის საშუალებას არ აძლევენ.

ამასთან, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისვრიან.

პროტესტის მონაწილეები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე იყვნენ შეკრებილი, რის შემდეგაც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.