კვარაცხელია „ნაპოლის“ მარტო მიათრევს, ბუდუ საუკეთესო იყო, მიქაუტაძეს ვერ აჩერებენ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ დედაქალაქურ „რომას“ უმასპინლა. თუ მასპინძლები ამ შეხვედრას ვერ მოიგებდნენ, ჩემპიონთა ლიგის საგზურს ოფიციალურად დაემშვიდობებოდნენ და ამიტომაც იყო, ფეხბურთელები თავგანწირვით რომ იბრძდნენ. თავის მხრივ, „რომას“ მარცხი არ აწყობდა, რადგან საჩემპიონთალიგო ზონაში თავადაც არის და იქიდან გამოსვლა ცოცხალი თავით არ უნდა.

შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა და შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ „ნაპოლი“ მხოლოდ კვარაცხელიას იმედადაა. არანაირი ფანტაზია და უნარი იმისა, რომ მრავალფეროვნად შეუტიოს, კალცონას გუნდს უბრალოდ არ გააჩნია. ხვიჩამ მოიპოვა პენალტიც, რომელიც ოსიმენმა გოლად აქცია და... მწვრთნელმა კვარა შეცვალა, დაცვა გააძლიერა და ხვიჩას გასვლიდან 3 წუთში, დაისაჯა კიდეც. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ სეზონის ბოლოს, ქართველმა ეს გუნდი უნდა დატოვოს.

ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიტანა გიორგი მიქაუტაძემ, მაგრამ მისმა გოლმა „მეცს“ ვერ უშველა და საკუთარ მოედანზე, „ლილთან“, 1:2 დამარცხდა. ამ გოლის შემდეგ, გიორგი ბომბარდირთა დავაში მეშვიდე ადგილამდე დაწინაურდა, მის გუნდს კი, დარჩენილ სამ შეხვედრაში, ორი მატჩის მოგება მაინც მართებს, უძლიერესთა ღირსი ადგილი რომ შეინარჩუნოს.

ბუდუ ზივზივაძე, მცირე ავადმყოფობის შემდეგ, „კარლსრუეს“ დაუბრუნდა და „ნიურნბერგთან“ შეხვედრაში, 68-ე წუთამდე ითამაშა. ბუდუს გუნდმა მოიგო, ქართველი შემტევი კი ყველა სააგენტომ თუ გამოცემამ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მართალია, „კარლსრუე“ ბუნდესლიგაში დასაბრუნებელ ზონასთან მხოლოდ მინუს შვიდ ქულაშია, მაგრამ წელს ამის გაკეთება გაუჭირდება, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი და სასწაული უნდა მოხდეს, ზივზივაძემ და მისმა თანაგუნდელებმა, უძლიერესთა შორის აღსაზევებელი საგზური რომ მოიპოვონ.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე