გიორგი მიქაუტაძე „მეცს“ მხსნელად ევლინება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როცა მიმდინარე სეზონის სტარტის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე ფრანგული „მეციდან“ ნიდერლანდურ „აიაქსში“ გადავიდა, ყველა გვეგონა, რომ ეს დიდი კარიერის დასაწქყისი იქნებოდა,მაგრამ ზარ-ზეიმით 16 მილიონად ნაყიდი ქართველი, სათადარიგოთა სკამზე დასვეს და მეტიც, ის იუმ ფეხბურთელად აქციეს, რომელიც ძირითად დროს სკამზე ატარებს. ყველას უკვირდა, რატომ არ იყენებდნენ გიორგის პოტენციალსა და შესაძლებლობებს ამსტერდმელები მაშინ, როცა არც თუ კარგი დროება ედგათ და საბოლოო ჯამში, მიქაუტაძე ისევ „მეცში“ დაბრუნდა, ამჯერად იჯარით და სეზონის ბოლოს, ფრანგულ კლუბს უფლება ექნება, იგი 13 მილიონად გამოისყიდოს. საფრანგეთშ დაბრუნეებული მიქაუტაძე ძველებურად აამაშდა, გოლებიც გაიტანა, საგოლე გადაცემებიც შეასრულა და კვლავ კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად იქცა.

„ბევრი მეკითხება, რატომ ვერ ვითამაშე „აიაქსში“. პასუხი მარტივია - რომ ჩავედი, სასტუმროში 2 თვე მარტო ვცხოვრობდი, კლუბმა თავი არ შეიწუხა ჩემთვის ბინა მოეძებნა და ექირავებინა. დამოუკიდებლად ვიქირავე ბინა და ოჯახიც ჩავიყვანე. შემდეგ იყო უნდობლობა, არ მათამაშებდნენ, ცოტა დროს მითმობდნენ და ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ არავის ვაინტერესებდი. ახლა კი, ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი, რადგან, მას შემდეგ, რაც „მეცში“ იჯარით დავბრუნდი, ამსტერდამიდან არავინ შემხმიანებია, არავის მოვუკითხივარ, უბრალოდ დამივიწყეს და მგონი, აღარც ახსოვთ, რომ მათი ფეხბურთელი ვარ. ხომ შეიძლება, ფეხბურთელს დაურეკო, გაამხნევო, ელემენტარულად, დუბლი მიულოცო, მაგრამ არა, ასეთი რამ არ მომხდარა“,-განაცხადა მიქაუტაძემ, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით, „მეცში“ დარჩება, თუ კლუბი მოახერხებს და უძლიერესთა შორის ადგილს შეინარჩუნებს. გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ ამაში მათ სწორედ მიქაუტაძე უნდა დაეხმაროთ, რომელიც თანაგუნდელთა შორის მართლაც საუკეთესოა.

საფრანგთის ჩემპიონატის 30-ე ტურის შეხვედრაში, მიქაუტაძის „მეცი“ უშუალო კონკურენტს, „ლე ჰავრს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლააში, 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ქართველი შემტევის ანგარიშზეა და რა გასაკვირია, რომ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც სწორედ ის დაასახელეს. ბოლო 3 შეხვედრაში, გიომ მეხუთე გოლი გაიტანა და რაც მთავარია, ამ მოგებით, „მეცმა“ გასავარდნ ზონას თავი დააღწია და ადგილი სწორედ „ლე ჰავრს“ გაუცვალა. დარჩენილ ოთხ ტურში, „მეცს“ რთული კალენდარი აქვს, მითუმეტეს, ბოლო ტურში, საკუთარ მოედანზე „პარი სენ ჟერმენს“ მასპინძლობს და ვინ იცის, ეგებ ჟორჟმა საფრანგეთის ჩემპიონებთანაც გაიბრწყინონ.