„ვალენსიამ“ ფასი თქვა - მამარდაშვილი 35 მილიონი ევრო ღირს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველაზე კარგად, „ვალენსიას“ ხელმძღვანელობა ხვდება, რომ სეზონის ბოლოს, გუნდის ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეს, გიორგი მამარდაშვილს არავინ დაუტოვებს და ამიტომ, თადარიგი აქედანვე დაიჭირეს. ის, რასაც ყველა ელოდა, გასულ კვირას ითქვა - „ღამურებმა“ ქართველი კიპერი 35 მილიონი ევროდ დააფასეს.

„იმის გათვალისწინებით, როგორ თამაშობს მამარდაშვილი და კიდევ იმის, რომ ის ჯერ მხოლდო 23 წლის არის, 35 მილიონი ბევრი ნამდვილად არაა. მას განსაკუთრებით ინგლისის პრემიერლიგის კლოუბები აკვირდებიან, რადგან გრანდებსაც კი, საიმედო კიპერი უბრალოდ არ ჰყავ. სეზონის ბოლოს, მამარდაშვილი გუნდს აუცილებლად გამოიცვლის, მაგრამ, ესპანეელები აცხადებენ და ამბობენ, რომ არ აჩქარდებიან და მოლაპარაკებებს მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამართავენ. მათ იმედი აქვთ, რომ კონტინენტის პირველობაზე პირველად მოხვედრილი საქართველოს ნაკრები წარმატებულად იასპარეზებს, ერთ-ერთი მთავარი გმირი კი, სწორედ კიპერი იქნება და შესაძლოა, ამ ტურნირმა მისი ფასი კიდევ რამდენიმე მილიონით გაზარდოს“,-წერს ევროპული მედია.