მარტოობა მოწევასავით მავნეა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მეგობრების საერთოდ არარსებობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ისეთივე მავნეა, როგორც თამბაქოს მოწევა, - ასეთ გასაოცარ დასკვნამდე მივიდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარები. უმეგობრო ადამიანი ზუსტად ისევე რისკავს ამ ცხოვრებიდან ნაადრევად წასვლას, როგორც დღეში ორი კოლოფი სიგარეტის მწეველები. ამერიკელმა მკვლევარებმა კავშირი აღმოაჩინეს მარტოობასა და სისხლში სპეციფიკურ ცილებს შორის, რაც ინფარქტსა და ინსულტს იწვევს, თრომბების წარმოქმნის გზით.

ცნობილია, რომ სოციალური იზოლაცია იწვევს ორგანიზმის სტრესულ რეაქციას, იზრდება ცილა ფიბრინოგენის მაჩვენებელი. სწავლულებმა ერთმანეთს შეადარეს ფიბრინოგენის დონე მეგობრებისა და ახლობლების რაოდენობასთან და გასაოცარი კავშირი აღმოაჩინეს. რაც ნაკლები იყო ეს რაოდენობა, მით მეტი აღმოჩნდა ცილის დონე.