ძროხა ინსულინიან რძეს იწველება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა აშშ-დან და ბრაზილიიდან, გენეტიკურად მოდიფიცირებული ტრანსგენური ძროხა შექმნეს, რომელიც ადამიანის ისნულინის შემცველ რძეს იძლევა. პერსპექტივაში, ასეთ ცხოველებს შეუზლიათ გამოიმუშაონ ადამიანებისთვის საჭირო ნივთიერებების მარაგი. მკვლევარებმა ადამიანის დნმ-ის სპეციფიკური სეგმენტი, რომელიც კოდირებს პროინსულინს, ჩანერგეს ძროხის ათი ემბრიონის უჯრედულ ბირთვში. შემდეგ კი ის ჩვეულებრივი ძროხის საშვილოსნოში მოათავსეს.

შედეგად, ბუნებრივი გზით დაიბადა ტრანსგენური ხბო, რომელიც ახლა უკვე რძესაც იძლევა. სპეციალისტებმა ვერ შეძლეს ამ გენმოდიფიცირებული ცხოველის განაყოფიერება, თუმცა მიაჩნიათ, რომ ეს ემბრიონის ჩამოყალიბების მეთოდით იხსნება. საბოლოოდ, სწავლულებმა „აიძულეს“ ძროხა, რძე ექსპერიმენტული ჰორმონალური ინდუქციის გზით მოეცა. მასში აღმოაჩინეს სპეციფიკური ცილები, რომელიც ადამიანის ინსულინის ანალოგიურია.