შაქრის დღიური დოზა 2 ჭიქა ღვინოა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანელმა მკვლევარებმა Alcohol Health Alliance-დან დაადგინეს, რომ შაქრის მაქსიმალური, დღიური დოზის მისაღებად საკმარისია, ადამიანმა დღეში მხოლოდ ორი ჭიქა ღვინო მიირთვას. დამოუკიდებელი ლაბორატორიის სპეციალისტებმა ნისლიან ალბიონზე ცნობილი ბრენდების წითელი, თეთრი, ვარდისფერი და ცქრიალა ღვინოები შეისწავლეს. დადგინდა, რომ ზოგიერთი სახეობის ერთი ბოთლი სასმელი 60 გრამამდე შაქარს შეიცავს, რაც ერთ მინანქრიან დონატში შაქრის შემცველობასაც კი აღემატება. ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის რეკომენდაციის თანახმად, ზრდასრულმა ადამიანმა დღეში მაქსიმუმ 30 გრამი შაქარი შეიძლება მიიღოს. ასე რომ, დღიური ლიმიტის მისაღწევად, საკმარისია, ადამიანმა ორი ჭიქა ღვინო მიირთვას.