თბილისის ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებულ 500-ზე მეტ ადამიანს მერია 2 მილიონი ლარით დააფინანსებს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებულ 500-ზე მეტ ადამიანს და 50-ზე მეტ საკლუბო ორგანიზაციას თბილისის მერია ფინანსური დახმარების პაკეტს სთავაზობს. ამ მიზნით 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.

 ფინანსური დახმარების პაკეტით, პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებენ;

მოხდება ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის საიჯარო თანხების სრული ან ნაწილობრივი მხარდაჭერა;

სფეროში ჩართულ იურიდიულ პირებს მხარდაჭერა გაეწევათ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, დადგენილი კომუნალური გადასახადების მხრივ;

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დაიწყება ზაფხულის პერიოდში უსაფრთხო აღდგენის შესაბამისი სამუშაოების გაწევა.