უნდა დავაჩქაროთ იარაღის მიწოდების ტემპი, რადგან ყოველი დაგვიანებული დღე ჩვენი მებრძოლების სიცოცხლეა - ზელენსკი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

"უკრაინა და მისი თავდაცვის ძალები მუდმივად ძლიერდებიან. მაგრამ ჩვენ უნდა დავაჩქაროთ იარაღის მიწოდების ტემპი, რადგან ყოველი დაგვიანებული დღე ჩვენი მებრძოლების სიცოცხლეა", -აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში

ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მთავარსარდალმა სამხედრო მეთაურებისგან მიიღო. განიხილეს ახლად შექმნილი ბრიგადების დაკომპლექტებისა და აღჭურვის პროცესი და შეაჯამეს, რამშტეინის ფორმატის მე-11 შეხვედრის შედეგები. 

"უკრაინის თავდაცვის თითოეული მიმართულება მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გვაქვს უფლება უკრაინას ჰქონდეს სუსტი მხარეები", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი