ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ 2024 წლის არჩევნებში ის ხელახლა მონაწილეობას აპირებს

ბაიდენის თქმით, მომდევნო არჩევნები იქნება ბრძოლა დემოკრატიასა და პირადი თავისუფლებისთვის და თქვა: "მოდით ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე".

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020-ის მსგავსად, მომავალი წლის ნოემბერში, საარჩევნოდ ბაიდენი-ტრამპი შესაძლოა კვლავ ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ.

NBC-ის ახალი კვლევების თანახმად, ამერიკელების 70% და დემოკრატების მხარდამჭერთა ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ ბაიდენმა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი აღარ უნდა იყაროს.