„ბაიერნს“ ტუხელი გაწვრთნის

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ლიდერ „დორტმუნდს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე, მეოთხედფინალში გავიდა და მეტოქედ ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ ჰყავს. ამის მიუხედავად, კლუბის მესვეურებმა გადაწყვიტეს, რომ მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი დაკისრებულ მოვალეობას კარგად ვერ ასრულებს და ყველასთვის მოულოდნელად, ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. არადა, ნებისმიერი სხვა მწვრთნელისთვის, ეს შედეგი ზღაპრული იქნებოდა, თუმცა არა ბავარიელებისთვის.

რაც შეეხება ახალ თავკაცს, გერმანიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მწვრთნელად თომას ტუხელი დაინიშნა. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ტუხელს მძიმე მემკვიდრეობა ერგო, რადგან ჩემპიონთა ლიგიდან რომ გავარდეს, იტყვიან, ნაგელსმანი ნახევარფინალში გასვლას მოახერხებდა. რაც შეეხება ბუნდესლიგას, 2012-13 წლის სეზონიდან მოყოლებული, „ბაიერნს“ ჩემპიონის ტიტული არ დაუთმია და ახლა რომ ოქროს მედლებს ვერ შეწვდეს და ზედიზედ მეათედ ვერ იპირველოს, სეზონის ბოლოს, ტუხელიც უმუშევარი დარჩება.