ალვეშს ახალ ბრალდებას წაუყენებენ

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კატალონიური „ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი, ჯილდოების ოდენობით, მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, დანი ალვეში გისოსებს მიღმა მას შემდეგ აღმჩნდა, რაც 22 წლის გოგონამ უჩივლა, გამაუპატიურაო. თავიდან ალვეში ბრალს არ აღიარებდა, მაგრამ ბარის ვიდეოთვალების გაშიფვრის შემდეგ, მას ბრალი წაუყენეს და წინასწარი პატიმრობაც მიუსაჯეს. წესითა და რიგით, სამარტოო საკანში ჯდომა ფეხბურთელისთვის პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, მითუმეტეს, რომ კარიერის განმავლობაში, მან ას მილიონზე მეტი ქონება მოაგროვა, მაგრამ...

„ალვეში გაურიგდა ერთ-ერთ პატიმარს, რომელსაც თავისუფლად გადაადგილების უფლება აქვს. მისი მეშვეობით, ის „ბარსელონას“ მაისურზე ავტოგრაფს ტოვებდა და სხვა პატიმრებს უგზავნიდა. თავის მხრივ, პატიმრები ძვირფას მაისურს შინ აგზავნიდნენ და ოჯახის წევრებს ეუბნებოდნენ, რომ მაისურის სანაცვლოდ, ალვეშისთვის ციხეში სიგარეტი და საკვები შეეგზავნათ. გამოძიება უკვე დაწყებულია და უდიდესი ალბათობით, ალვეშს ახალ ბრალს წაუყენებენ“, – ნათქვამია ციხის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არადა, ას მილიონიანი ქონების ნახევარი პროცენტიც რომ გაიმეტოს ალვეშმა, ციხეში 10 წლის განმავლობაშიც კი არაფერი გაუჭირდება.