მთაწმინდასა და ვაკეში მ²-ზე საშუალო ფასმა $2,100-ს გადააჭარბა - რომელ უბნებში გაძვირდა ბინები?

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 

მარტში თბილისში 2 971 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 11%-ით ჩამორჩება. გაყიდული ბინებიდან 574 ახალი ბინა იყო, 2 397 კი ძველი. ახალი ბინების წილი მთლიან გაყიდვებში 19%-ზე ჩამოვიდა. საშუალო გასაყიდი ფასი, ძველი ბინებისთვის, წლიურად 5%-ით გაიზარდა, ხოლო ახალი ბინების შემთხვევაში 3%-ით შემცირდა.

თიბისი კაპიტალის მიმოხილვის მიხედვით, გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით თბილისის უბნებს შორის კვლავ დიდი დიღომი - 22%-იანი წილით ლიდერობს. მეორე ადგილს საბურთალო 18%-იანი წილით იკავებს.

ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა ჩუღურეთში, კრწანისსა და გლდანში. ყველაზე მეტი ახალი ბინა კვლავ დიდ დიღომში გაიყიდა. ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვებში წლიური ზრდა მხოლოდ ნაძალადევსა და დიდ დიღომში დაფიქსირდა.

მარტში, მთაწმინდასა და ვაკეში ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა მ²-ზე $2,100-ს გადააჭარბა. ძველი ბინების შემთხვევაში, უბნების უმეტესობაში წლიური ზრდა დაფიქსირდა. „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვის მიხედვით, ბინების ფასი ამ პერიოდში ყველაზე მეტად ჩუღურეთში (+38%), ვაკესა (+35%) და მთაწმინდაზე (+30%) გაიზარდა. უბნების რეიტინგი ბინების ფასის მიხედვით კი ასე გამოიყურება:

 

 

 წყარო: bm.ge