რა ღირს ზამთრის საბურავები და რომელ გზებზე დაგჭირდებათ ის

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2024 წლის პირველი იანვრიდან ზამთრის საბურავები სავალდებულო გახდა - ამ სტატიაში ვარკვევთ, სად და რა რეგულაციის დაცვით უნდა გადავადგილდეთ.

ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, აგლაძის ქუჩაზე დილიდან ხალხმრავლობაა. აქ ახალი და მეორეული მანქანის საბურავები იყიდება.

საბურავებზე მოთხოვნა ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა - პირველი იანვრიდან ზამთრის საბურავებით გადაადგილება სავალდებულოა.

ახალი წესი ზამთრის სეზონის სამ თვეზე ვრცელდება და საქართველოს საავტომობილო გზების 35 მონაკვეთს ეხება. მათ შორისაა სამთო კურორტებამდე და მაღალმთიან რეგიონებამდე მისასვლელი გზები, რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთი.

ზამთრის საბურავი ქალაქში გადაადგილებისას არ გჭირდებათ - მხოლოდ ქალაქებსა და დაბებს შორის დამაკავშირებელ გზებზე.

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ის მონაკვეთები, სადაც ზამთრის საბურავები სავალდებულოა

Table with 2 columns and 7 rows. Sorted descending by column "საავტომობილო გზის დასახელება"
საავტომობილო გზის დასახელება მონაკვეთის დასახელება
ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) ქვიშხეთი - ვალე
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთი (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) დმანისის გადასახვევი - გუგუთი
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) მლეთა - კობი
თბილისის შემოსავლელი ზაჰესი - რუსთავი
თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) ოსიაურის კვანძი - სურამის კვანძი
ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) ახალციხე - საზღვარი
ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) ახალქალაქი - საზღვარი;
წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები, სადაც ზამთრის საბურავები სავალდებულოა (Copy)

Table with 2 columns and 25 rows. Currently displaying rows 1 to 10.
საავტომობილო გზების დასახელება მონაკვეთის დასახელება
ბათუმი (ანგისა)-ახალციხე ქედა-ახალციხე
საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი ნასაკირალის უღელტეხილი-ოზურგეთი
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი ჯვარი-ლასდილი
ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა წყალთაშუა-საირმე
ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი ძეძილეთი-მელე
ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) ჟონეთი- ამბროლაური
ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაური ორპირი-ტყიბული, ტყიბული (ნაქერალა)-ამბროლაური
ალპანა-ცაგერი ალპანა-ცაგერი
ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბული ძევრი-ტყიბული
ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქი ბორჯომი- ახალქალაქი
წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

ახალი კანონის ამოქმედებამდე ზამთრის საბურავებით გადაადგილება სავალდებულო არ იყო. ხალხი გადაწყვეტილებას არა კანონის ძალით, არამედ უსაფრთხოების დაცვის მოტივით, თავად იღებდა. გამონაკლისი იყო შემთხვევები, როცა საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწესებდა განსაკუთრებულ რეჟიმს უამინდობის გამო გზის კონკრეტულ მონაკვეთებზე. ამ უწყებას ეს უფლებამოსილება ახალი კანონის პირობებშიც შეუნარჩუნეს.

„თვითონაც არ იციან, რას აკონტროლებენ“, - საბურავების პირველივე გამყიდველი, ლაშა პირველი, რომელსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ცვლილების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი: „ურეკავს ხალხი პოლიციას და ეკითხება, ჯდება თუ არა სტანდარტებში ესა თუ ის საბურავი, ანუ მყიდველი საკმარისად ინფორმირებული არ არის, ფიფქების ფორმებსაც კი იწუნებენ ხანდახან“.

სიმბოლო - ფიფქი ნიშნავს, რომ საბურავი ზამთრისაა. ეს აღნიშვნა ერთ-ერთი სავალდებულო პირობაა იმისთვის, რომ პატრულმა არ დაგაჯარიმოთ.

ამას გარდა, საბურავის დამზადებიდან გასული არ უნდა იყოს 10 წელზე მეტი და დამზადების თარიღი საბურავზე გარკვევით უნდა იკითხებოდეს.

სარბენი ბილიკის ღარის სიღრმე (პროტექტორი) უნდა იყოს: არანაკლებ 3 მმ − მსუბუქი ავტომობილებისთვის და სატვირთოებისთვის; არანაკლებ 4 მმ − მიკროავტობუსისთვის და ავტობუსისთვის.

ზამთრის საბურავების ფასზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს. მათ შორის - მანქანის სერია, საბურავის ფორმა, ზომა, ცვეთის ხარისხი, პროტექტორის სიღრმე, გამოშვების წელი და ახლა უკვე მოთხოვნის ზრდაც.

მეორადი და ახალი საბურავების ფასი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, თუმცა ორივე შემთხვევაში ფასის კლება თუ ზრდა ხარისხსა და ტექნიკურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული.

ღირებულების უკეთ დასადგენად საბურავებით მოვაჭრეებს ავტომობილის იმ ხუთ მოდელზე ვკითხეთ, რომლებიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე პოპულარულია და, შესაბამისად, ყველაზე მეტიც დადის. ესენია:

  • TOYOTA CAMRY;
  • TOYOTA PRIUS;
  • FORD TRANSIT;
  • VOLKSWAGEN JETTA;
  • HYUNDAI ELANTRA.

ზამთრის საბურავების საშუალო ფასი
ცხრილში მოცემულია 4 საბურავის ჯამური ფასი. ფასების საშუალო გაანგარიშება ეყრდნობა საბურავებით მოვაჭრეების მოწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად ინდივიდუალური და ცვალებადია

 

მაღალი გამავლობის ავტომობილების (ჯიპები) მეორეული ზამთრის საბურავების (4 ერთად) ფასი საშუალოდ 700-800 ლარია, ახლის შემთხვევაში კი საშუალოდ 1000 ლარი. აქაც ფასი დამოკიდებულია საბურავის მდგომარეობაზე, მახასიათებლებზე, ხარისხზე, ცვეთასა თუ დიამეტრზე.

„ბრენდულ მაღაზიებში ახალი საბურავების ღირებულება ინდმეწარმეების შეთავაზებებს მკვეთრად აღემატება, შეიძლება ერთი საბურავიც კი ღირდეს იმდენი, რამდენიც ჩვენთან ოთხია“, - ამბობს ლაშა პირველი.

სავალდებულო გახდა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის გამოყენება თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.

„მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სამაგრების მოთხოვნა“, - აცხადებენ შსს-ში.

ჯაჭვების ფასი მის სისქეზეა დამოკიდებული - თუ წამყვანი საბურავებისთვის თხელ ჯაჭვს იყიდით, ორივე მინიმუმ 120 ლარი დაგიჯდებათ, სქელი ჯაჭვის ფასი კი საშუალოდ 270 ლარია. ზამთრის თვეებში ჯაჭვი საბარგულში სულ უნდა გქონდეთ, თუ ისეთ ადგილებში გიწევთ გასვლა, სადაც გზები ხშირად ითოვლება და იყინება.

 

წყარო:რადიო თავისუფლება