ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ლომისის მთაზე მეხანძრე-მაშველები მორიგეობენ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლომისის მთის ტერიტორიაზე სპეციალური აღჭურვილობით და ტექნიკით მობილიზებულია 110 მეხანძრე-მაშველი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, წმინდა გიორგის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე ლოკაციაზე მორიგეობენ და მომლოცველების უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნავენ.

ლომისის მთის ტერიტორიაზე სპეციალური აღჭურვილობით და ტექნიკით მობილიზებულია 110 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის არიან სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. საჭიროების შემთხვევაში მეხანძრე-მაშველები მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

დღესასწაულის ისტორია და მასთან დაკავშირებული ლეგენდა იხილეთ აქ.