რა უნდა იცოდეთ მოგზაურობის დაგეგმვისას - ყველაფერი კოვიდრეგულაციების შესახებ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

ზოგადი ინფორმაცია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, 6 დეკემბრიდან მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის შემდეგი წესები:

აშშ-ში დროებით მიმავალმა ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქემ (non-citizen non-immigrant) უნდა წარმოადგინოს ფრენამდე ერთი კალენდარული დღით ადრე გაკეთებული კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი ან კოვიდ-19-ის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ფრენამდე მაქსიმუმ 90 დღით ადრეა გაცემული. 

აქამდე არსებული ყველა შეზღუდვა შენგენის წევრ ქვეყნებზე, რომელიც ქმნიდა სატრანზიტო ფრენებზე დაბრკოლებას, მოხსნილია.

სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლება პირი, რომელსაც შესვლამდე მინიმუმ 14 დღით ადრე აქვს ჩატარებული FDA-ის ან WHO Emergency Use List-ის ვაქცინების სრული კურსი:

1 დოზა – Janssen/J&J;

2 დოზა – Pfizer-BioNTech; Moderna; AstraZeneca; Covishield; BIBP/Sinopharm; Sinovac.

18 წლამდე ასაკის პირებს არ მოეთხოვებათ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, თუმცა ბავშვებისთვის 2 წლის ასაკიდან წარსადგენია ფრენამდე 1 კალენდარული დღით ადრე გაკეთებული კორონავირუსის უარყოფითი ტესტი.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

2022 წლის 18 მარტიდან (ლონდონის დროით 04:00 საათიდან) დიდ ბრიტანეთში გაუქმდა საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული, აქამდე მოქმედი ყველა კოვიდ-რეგულაცია. რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შესვლისას აღარ არის სავალდებულო, ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან/და PCR ტესტის პასუხის წარდგენა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბრიტანეთში შესასვლელად ესაჭიროებათ შესაბამისი კატეგორიის ვიზა.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

საქართველოდან გერმანიაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ სრულყოფილად ვაქცინირებული პირებისთვის (მგზავრობის ნებისმიერი მიზნის შემთხვევაში, მათ შორის ტურისტული მიზნით). ნებადართულ ვაქცინებს მიეკუთვნება მხოლოდ ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ გამოსაყენებლად ნებადართული Comirnaty;

Spikevax - COVID-19 Vaccine Moderna; COVID-19 Vaccine Janssen; Vaxzevria - COVID-19 Vaccine AstraZeneca; Nuvaxovid ვაქცინები (დაშვებულ ვაქცინათა სია განახლებადია).

ბოლო აცრიდან გასული უნდა იყოს 14 დღე (ვაქცინაციის ვალდებულება 12 წლის ასაკიდან).

იტალიის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

გაუქმდა რისკის ქვეყნების სია (მათ შორის E კატეგორიის სია, რომელშიც შედიოდა საქართველო). იტალიის ტერიტორიაზე შესვლის მარეგულირებელი წესები სტანდარტულ პირობებს დაუბრუნდა.

საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას (გარდა უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა) უნდა წარადგინოს:

  • მგზავრის ლოკატორის ფორმა
  • კოვიდ-პასპორტი, გამოჯანმრთელების მოწმობა ან მოლეკულური ან ანტიგენის ნეგატიური ტესტის სერთიფიკატი.

მგზავრი რომელიც აცრილია ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზებული ვაქცინით (Moderna, Pfizer, Astra Zeneca, Johnson & Johnson) - წარადგენს კოვიდ-პასპორტს;

არავაქცინირებულმა ან არაავტორიზებული ვაქცინით აცრილმა მგზავრებმა უნდა წარადგინონ მოლეკულური ან ანტიგენის სწრაფი ტესტი.

თუ მგზავრები ზემოაღნიშნული სერტიფიკატებიდან ვერცერთს ვერ წარადგენენ, დაექვემდებარებიან 5-დღიან თვითიზოლაციას და ვალდებულები არიან ამ პერიოდის ბოლოს ჩაიტარონ მოლეკულური ან ანტიგენის სწრაფი ტესტი.

საბერძნეთის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

7 თებერვლიდან საქართველო დაემატა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც საბერძნეთში შესვლა შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით.

ამასთან, მგზავრი უნდა აკმაყოფილებდეს ამ პირობებიდან ერთ-ერთს:

  • ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ვალიდურად ითვლება, ვაქცინაციის ბოლო დოზის მიღებიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში;
  • წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს ვირუსის დადასტურებიდან მე-14 დღეს - 180 დღიანი მოქმედების ვადით.
  • წარადგენს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის, ან ბოლო 24 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს. დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.

საბერძნეთის მიერ აღაირებული ვაქცინებია: Pfizer BioNtech, Moderna, Astra Zeneca/Oxford, Novavax, Johnson & Johnson/ Janssen, Sinovac Biotech, Gamaleya (Sputnik), Cansino Biologics, Sinopharm.

ისრაელის სახელმწიფოში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19 ახალი მუტაციის გავრცელებისგან თავის აცილების მიზნით, 29 ნოემბრიდან 2 კვირის მანძილზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლა აიკრძალა, ხოლო ისრაელის მოქალაქეები ქვეყანაში შესვლისას დაექვემდებარებიან კარანტინს.

ისრაელში აღიარებული ვაქცინებია: Pfizer, Moderna, Johnson & Johnson, AstraZeneca, Sinovac, Sinopharm, Serum Institute of India, Sputnik V ვაქცინა ასევე აღიარებულია ისრაელში.

უცხოელი, რომელსაც სურს ისრაელში შესვლა, გაივლის რამდენიმე საფეხურიან პროცედურას:

  • PCR ტესტი უნდა ჩატარდეს ისრაელში გაფრენამდე 72 საათით ადრე;
  • უნდა შეივსოს ისრაელში შესვლის დეკლარაციის ფორმა
  • ე.წ გადამოწმებადი ელექტრონული სერთიფიკატის მფლობელები - დაასკანერებენ ან ატვირთავენ ვაქცინაციის ან გამოჯანმრთელების მოწმობას შემსვლელი მგზავრის სააპლიკაციო ფორმაში და მიიღებენ მწვანე საშვს თვითმფრინავში ჩასხდომამდე (ბორდინგის გამოცხადებამდე);
  • ვისაც არ აქვს გადამოწმებადი ელექტრონული სერტიფიკატი - დაურთავენ აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს ისრაელში შესვლის დეკლარაციის ფორმაში და ასევე შეავსებენ საზღვარგარეთ ვაქცინის მიღების ფორმას და მიიღებენ მწვანე საშვს ჩასხდომამდე;
  • თვითმფრინავში ასვლისას უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

- უარყოფითი PCR ტესტის წარდგენა, 72 საათის მოქმედების ვადით;

- შესვლის ნებართვა, მიღებული წინასწარი შევსებული სააპლიკაციო ფორმის თანახმად;

- ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

  1. ვაქცინაციის მოწმობა, რომელიც ადასტურებს ვაქცინაციის შესრულებას მოთხოვნების შესაბამისად;
  2. ელექტრონული გამოჯანმრთელების (recovery) სერთიფიკატი;
  3. შესვლის სპეციალური ნებართვა, გაცემული შინაგან საქმეთა სამინისტროდან (გამონაკლისები, ჯგუფები).
  • ბენ გურიონის აეროპორტში საბუთების შემთხვევითი ექსპერტიზა და პირობების დაცვა ჩატარდება მოსახლეობისა და იმიგრაციის ორგანოს მიერ.
  • PCR ტესტი უნდა ჩატარდეს ბენ გურიონის აეროპორტში დაფრენის შემდეგ და მოგზაურები გადავიდნენ იზოლაციაში უარყოფითი შედეგის მიღებამდე, ან 24 საათის განმავლობაში (Sputnik V-ით ვაქცინირებულისთვის - სეროლოგიური ტესტი უნდა ჩატარდეს ბენ გურიონის აეროპორტში და გადავიდეს იზოლაციაში, სანამ დადებითი შედეგი არ მიიღება).

უკრაინაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

უკრაინის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მოგზაურობა დასაშვებია ნებისმიერი მიზნით.

საზღვარზე მოქალაქემ უნდა წარადგინოს:

  • დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს COVID-19 ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების ფაქტს (ე.წ. COVID-19 ბარათი), ჯანმო-ს მიერ საგანგებო სიტუაციებში გამოყენებისთვის დაშვებული ვაქცინების ჩამონათვალში შეტანილი ვაქცინებით;
  • სადაზღვევო პოლისი, რომელიც გაცემულია უკრაინაში რეგისტრირებული სადაზღვეო კომპანიის მიერ ან უცხოურ სადაზღვევო კომპანიის მიერ, რომელსაც გააჩნია წარმომადგენლობა უკრაინაში ან სახელშეკრულებო ურთიერთობები პარტნიორ სადაზღვევო კომპანიასთან უკრაინაში და რომელიც ფარავს COVID-19 მკურნალობის, ობსერვაციის ხარჯებს და მოქმედებს უკრაინაში ყოფნის პერიოდის განმავლობაში.
  • ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.

კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები:

უკრაინის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მოგზაურობა დასაშვებია ნებისმიერი მიზნით.

2021 წლის 05 აგვისტოდან თვითიზოლაცია სავალდებულოა არავაქცინირიებულ პირებისთვის, რომლებიც კვეთენ უკრაინის სახელმწიფო საზღვარს.

მოქალაქე, რომელიც არ არის ვაქცინირებული, ვალდებულია მობილურ ტელეფონში  ჩამოტვირთოს და გააქტიუროს ელექტრონული სერვისი - აპლიკაცია: „вдома“, რომელიც ითვალისწინებს 14 დღიან თვითიზოლაცია/ობსერვაციაზე მყოფი პირის, იზოლაციაში ყოფნის კონტროლს. თუ პირი იმავე ან მომდევნო 14 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარებს PCR ტესტს და მოუვა ნეგატიური პასუხი, რაც ლაბორატორიიდან მიღებული პასუხისთანავე აისახება ზემოხსენებულ პროგრამაში, ის ავტომატურად იხსნება იზოლაციიდან და შეუძლია თავისუფლად გადაადგილება.

შვეიცარიის კონფედერაციაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

შვეიცარიის მიერ აღიარებული იქნა საქართველოში გაცემული ციფრული სერტიფიკატი, რომელიც ინტეგრირებულია EU Digital COVID Certificate ბაზებში (ინფორმაცია აისახა შვეიცარიის ჯანდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 25 ნოემბერს. იხ. ბმული: The list of states with certificates recognised by Switzerland under the EU Digital COVID Certificate are  updated on the FOPH website).

შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად გამოიყენონ აღნიშნული სერტიფიკატები, როგორც საზღვარზე წარსადგენად, ისე შვეიცარიის ტერიტორიაზე დახურულ სივრცეებში დასწრების მიზნით.

კოვიდვაქცინით შესვლის პირობები:

2021 წლის 26 ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ შვეიცარიაში გამგზავრება, საზღვარზე კოვიდვაქცინის სრული დოზის გაკეთების დამადასტურებელი, მოქმედების ვადის მქონე  დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.

დაშვებული ვაქცინებია:

  • Pfizer/Pfizer/BioNTech (BNT162b2 / Comirnaty® / Tozinameran)
  • Moderna (mRNA-1273 / Spikevax / COVID-19 vaccine Moderna)
  • AstraZeneca (AZD1222 Vaxzevria®/ Covishield™)
  • Janssen / Johnson & Johnson (Ad26.COV2.S)
  • Sinopharm / BIBP (SARS-CoV-2 Vaccine (Vero Cell))
  • Sinovac (CoronaVac)

საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით).

სრულად ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს  არ ესაჭიროებათ დამატებითი ნებართვა შვეიცარიაში შემოსასვლელად.

თურქეთის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება ნებისმიერი მიზნით.

საზღვრის კვეთისას სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთის წარდგენა:

კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს 14 დღე);

ბოლო 6 თვის განმავლობაში COVID19-ით ინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი (6 თვე აითვლება პირველი პოზიტიური PCR-ტესტის ჩატარების თარიღიდან 28 დღის შემდეგ);

გამგზავრებამდე უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ტესტი ან 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა 12 წლის ასაკიდან).

შენიშვნა: აღნიშნული რეგულაცია არ ეხებათ ტრანზიტულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს.

იაპონიაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

საქართველოში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ ვარიანტის გამოვლენის გამო, იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 დეკემბრის 00:00 საათიდან საქართველოდან მიმავალი ნებისმიერი პირის (მათ შორის იაპონიის მოქალაქეების, ასევე ბინადრობისა და ვიზის მფლობელი პირების) მიმართ გავრცელდება, მთავრობის მიერ განსაზღვრულ საკარანტინე სივრცეში (კოვიდ სასტუმრო) 3 დღით გადასვლის ვალდებულება. 

ვიზიტორებმა იაპონიაში ჩასვლისას, აეროპორტშივე უნდა ჩაიტარონ კოვიდ ტესტირება.  უარყოფითი პასუხის შემთხვევაში,  ისინი 3 დღით გადაყვანილ იქნებიან კოვიდ სასტუმროში. 3 დღის შემდეგ ჩატარებული კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მათ შეეძლებათ კოვიდ სასტუმროს დატოვება, თუმცა მათ მოეთხოვებათ შემდეგი 11 დღის განმავლობაში საკუთარ საცხოვრისში დარჩენა (იაპონიაში შესვლიდან ჯამში 14 დღის გასვლამდე).

პირის საკარანტინე სივრცეში გადაყვანის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო.

3 დღიანი სავალდებულო კარანტინისგან თავისუფლდებიან დიპლომატიური პასპორტის მქონე პირები, მათ იაპონიის საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა საკუთარი ხარჯებით.

  • ამ ეტაპისთვის, იაპონიაში შესვლა აკრძალულია მსოფლიოს 159 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის (2020 წლის 1 ივლისიდან).

მოგზაურობა დასაშვებია მხოლოდ დიპლომატიური და ოფიციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის, ასევე, დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტის მქონე პირებისთვის, რომლებიც  ოფიციალური ვიზიტით ან სხვა მიზეზით შედიან იაპონიაში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიზის მოთხოვნის უფლება ეძლევათ შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებს:

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებმაც უნდა განაახლონ მუშაობა ან ბიზნეს საქმიანობა სხვადასხვა სფეროებში.

გადაუდებელი საჭიროების არსებობისას, ჩინეთის მოქალაქეების ან ჩინეთში მუდმივი ბინადრობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ოჯახის წევრებს - მათ შორის მეუღლე, მშობლები, შვილები და სხვა ოჯახის წევრები (და-ძმა, ბებია, ბაბუა და შვილიშვილები) ოჯახის გაერთიანების მიზნით, ნათესავების მოსანახულებლად, დაკრძალვაზე დასასწრებად, ავადმყოფი ნათესავების მოსანახულებლად.

აზიისა და წყნარი ოკეანეთის თანამშრომლობის ორგანიზაციის (APEC) მოქმედი ბიზნეს სამგზავრო ბარათის მფლობელებს შეუძლიათ ასევე სავიზო განაცხადის წარდგენა M კატეგორიის (კომერციული და სავაჭრო საქმინაობა) ვიზაზე, თუ წარმოადგენენ შესაბამის მოქმედ ბარათს და ჩინური მხარის მიერ მიღებულ მოწვევას.

ნებისმიერმა მგზავრმა (მიუხედავად ვაქცინაციისა), გამგზავრებამდე  48 საათის პერიოდში, უნდა ჩაიტაროს ნუკლეინის მჟავისა და IgM ანტისხეულების  ტესტები.

ორივე ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მგზავრი უნდა დარეგისტრირდეს, შეავსოს „ჯანმრთელობის დეკლარაცია“  და ატვირთოს ლაბორატორიის პასუხები შემდეგ ვებ-გვერდზე

ინეთის საელჩო, მონაცემთა გადამოწმების შემდეგ, განმცხადებელს გაუგზავნის მწვანე QR კოდს, რაც იძლევა თვითმფრინავში ჩასხდომის ნებართვას. QR კოდის წარდგენა შესაძლებელია როგორც ელექტრონული, ისე ამობეჭდილი ფორმით. ტესტების ჩატარება სავალდებულოა ნებისმიერი ასაკის პირისათვის.