მართლმადიდებელი სამყარო ლაზარეს შაბათს აღნიშნავს - ყველაფერი ამ დღესასწაულის შესახებ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდმარხვის მე-6 შვიდეულის შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას, ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღესრულება. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და  ყველა ქრისტიანი ზეიმით აღნიშნავს ბზობის წინა დღეს. ეს დღე  ქრისტეს ამქვეყნიურ სასწაულებში (აღდგომის გარდა) უდიდესია.

მართალი ლაზარე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერსონაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქრისტიანობაში, რამდენიმე მიზეზის გამო: მართალი ლაზარე იყო მეგობარი უფლისა, რომელიც უყვარდა იესოს. ასევე, ის წმინდა ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ, მისი დები, მართა და მარიამი, იყვნენ მაცხოვრის მოწაფეები და სულითა და გულით ემსახურებოდნენ იესოს.

უფალმა დაუშვა 4 დღე მკვდარი ყოფილიყო მისი საყვარელი მეგობარი ლაზარე, რათა მისი აღდგინებით ებრაელ ხალხს ეწამა, რომ ქრისტე ღმერთია, რომ ის არის მათი სანატრელი მესია, ამდენი საუკუნე რომ ელოდნენ. ქრისტეს ბოლო ცდა იყო, რომ ებრაელობას არ მიეღო მონაწილეობა ქრისტეს წამებაში. იგი მაინც გაეკვრებოდა ჯვარზე კაცობრიობის სახსნელად, რადგან თვითონვე ამბობდა, რომ „ამისთვის მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა ქვეყნად, რათა აღეხოცნა პირველქმნილთა ცოდვები“, მაგრამ მისი უდიდესი სურვილი იყო ღვთის რჩეულ ერს არ მიეღო მონაწილეობა უსჯულოების ამ ზეიმში.

ცნო­ბი­ლია, რომ ერთ დღეს, როდესაც ლა­ზა­რე ავად გახდა და  გარ­და­იც­ვა­ლა, უფალ­მა ეს იცო­და. იესო სიკ­ვდილს მი­ძი­ნე­ბას უწო­დებს არა იმი­ტომ, რომ მას ძი­ნავს, არა­მედ იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი მის­თვის მი­ძი­ნე­ბაა, მის წი­ნა­შე ყვე­ლა ცო­ცხა­ლია. ჩვენ­თვის მძი­ნა­რე ადა­მი­ა­ნის გაღ­ვი­ძე­ბა იო­ლია, უფ­ლის­თვის კი არა­ნა­ირ სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს გარ­დაც­ვლი­ლის აღ­დგი­ნე­ბა. რო­დე­საც იესო ბე­თა­ნი­ა­ში მი­ვი­და, ლა­ზა­რე 4 დღის და­მარ­ხუ­ლი გახ­ლდათ. მარ­თა­ლი ლა­ზა­რე კლდე­ში ეს­ვე­ნა, სა­დაც გა­მოქ­ვა­ბუ­ლი იყო და ლოდი ჰქონ­და მი­ფა­რე­ბუ­ლი.

მა­რი­ამ­მა შე­ი­ტყო  უფ­ლის მოს­ვლა, უმალ გა­ე­მართ მის­კენ, იე­სოც მას ელო­და, რათა სა­საფ­ლა­ოს­კენ წა­სუ­ლიყ­ვნენ. იუ­დე­ვე­ლე­ბი მა­რი­ამს გაჰ­ყვნენ, რად­გან ეგო­ნათ, რომ იგი საფ­ლავ­ზე მი­დი­ო­და. მა­რი­ა­მი კი მი­ვი­და იმ ად­გი­ლას, სა­დაც მა­ცხო­ვა­რი ელო­და. იე­სომ და­ი­ნა­ხა, რო­გორ ტი­რო­და იგი და მას­თან ერ­თად მი­სუ­ლი იუ­დე­ვე­ლე­ბი. უფა­ლიც აც­რემ­ლდა. მი­ვი­და 4 დღის დაფ­ლულ ლა­ზა­რეს საფ­ლავ­თან, რო­მელ­საც ლოდი ჰქონ­და მი­ფა­რე­ბუ­ლი, მსა­ხუ­რებს გა­და­ა­გო­რე­ბი­ნა და მი­მარ­თა გარ­დაც­ვლილს: ლა­ზა­რე, გა­მო­დი!

მარ­თა­ლი ლა­ზა­რე გა­მო­ვი­და მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სუ­და­რა­ში შეხ­ვე­უ­ლი – ხელ­ფეხ­შეკ­რუ­ლი. აღეს­რუ­ლა ორი სას­წა­უ­ლი: მკვდრის აღ­დგო­მა და ხელ­ფეხ­შეკ­რუ­ლის უფ­ლის სი­ტყვი­სა­მებრ საფ­ლა­ვი­დან გა­მოს­ვლა. მა­შინ მა­ცხო­ვარ­მა უბ­რძა­ნა მსა­ხუ­რებს, გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ სუ­და­რი­სა­გან ლა­ზა­რე. აღ­სდგა ლა­ზა­რე ისე­თი­ვე სხე­უ­ლით, რო­გო­რიც ჰქონ­და. ლა­ზა­რეს მკვდრე­თით აღ­დგი­ნე­ბის სას­წა­ულ­მა მრა­ვა­ლი იუ­დე­ვე­ლი მო­აქ­ცია ქრის­ტეს სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე. მკვდრე­თით აღ­დგო­მის შემ­დეგ ლა­ზა­რემ კი­დევ 30 წელი იცხოვ­რა. უფ­ლის ნე­ბით იგი კვიპ­რო­სის ეპის­კო­პო­სი გახ­და და იქვე მშვი­დო­ბით მი­იც­ვა­ლა.

მართალი ლაზარე სიმბოლოა, მაგალითია ადმიანისა, რომელიც უფლისთვის მოკვდება - ის უსათუოდ გააგრძელებს სიცოცხლეს უფლის წიაღში, ის უსათუოდ აღდგება. იგი ასევე სიმბოლოა ადამიანისა, რომელიც უფალმა იმიტომ დააბრუნა იმ ქვეყნიდან, რათა ცოდვაში მცხოვრებ ადამიანებს აუწყოს ღვთის გზით სიარულის აუცილებლობა, რათა არ დაიმძიმონ სული. 

ლაზარეს შაბათი და ბზობა მორწმუნეთათვის თევზით ხსნილია.

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი