ვარკეთილი-3-ის მესამე მ/რ-ში სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვარკეთილი-3 ის III მ/რ-ში, კორპუსი 342-343 მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცე ეწყობა. პროექტის ფარგლებში, კეთილმოწყობის სამუშაოები 4 162 კვ.მ ფართობზე ჩატარდება.
აღნიშნულ სივრცეში დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების, სანაგვე ურნებისა და მოსასვენებელი სკამების განთავსება. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი წყლის სისტემები, ასევე გამწვანდება ტერიტორია.
სამუშაოებისთვის, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია „ალგე ჯგუფი“ ახორციელებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 636 842 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან ერთად გაეცნო.