რჩეული სტატიები

Grid List

პოლონეთში კათოლიკური ეკლესიის მღვდელმსახურები ხმაურიან სექსსკანდალში გაეხვივნენ. ამის შესახებ „ბიბისი“ პოლონურ გაზეთ Gazeta Wyborcza-ზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც პოლონური მედია წერს, ინციდენტი ქალაქ დობროვა-გურნიჩაში მოხდა. მედიის ცნობით, მღვდელმსახურებმა წვეულების მოწყობა გადაწყვიტეს და სექსმუშაკი მამაკაცი გამოიძახეს. შემდეგ მან გონება დაკარგა და წვეულების მონაწილეებს ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება მოუწიათ, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს კარი არ გაუღეს. თავის მხრივ, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პოლიციაში დარეკა.

გამოძიება ადამიანისთვის დახმარების გაუწევლობის მუხლით დაიწყო, რასაც შეეძლო, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხე შეექმნა. დანაშაული სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შიდა გამოძიებას ატარებს პოლონეთის კათოლიკური ეკლესიაც. როგორც ცნობილია, წვეულებაში მონაწილე მღვდელმსახურების ნაწილი უკვე მოკვეთეს ეკლესიიდან.

შეიძლება, ძილის სურვილი გაგიქრეთ, თუ თქვენს რაციონში ბევრი ისეთი პროდუქტია, რომლებიც რაფინირებულ ნახშირწყლებს შეიცავენ, - განაცხადეს სწავლულებმა, კოლუმბიის უნივერიტეტიდან. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ასეთი ნახშირწყლების, მაგალითად, ნაცხვრების, თეთრი პურის, კარტოფილისა და ბრინჯის რეგულარული მოხმარება სისხლში შაქრის დონის მომატებას იწვევს.

როცა შაქრის დონე სწრაფად იზრდება, ამაზე ორგანიზმი რეაგირებს და ინსულინს გამოჰყოფს. შედეგად, შაქრის დონის დაქვეითებამ შეიძლება, ჰორმონების გამოტყორცნა გამოიწვიოს, როგორიცაა კორტიზოლი და ადრენალინი. ეს ჰორმონები ძილის დარღვევას იწვევენ. ამ დასკვნების გასაკეთებლად, მკვლევარებმა 50 ათასზე მეტი მანდილოსნის მონაცემები გააანალიზეს.

სწავლულები იმედოვნებენ, რომ კვლევების შედეგებით მედიკოსები შეძლებენ, პაციენტების უძილობისგან განსაკურნებლად, ხელმისაწვდომი და ეფექტიანი მეთოდები მოძებნონ.

არქეოლოგიური ექსპოზიცია ავიაკომპანია Saudi Arabian Airlines-ის თვითმფრინავშია განთავსებული, გამოფენის მნახველები კი მგზავრები არიან. ავიალაინერის ბორტზე განთავსებულია არტეფაქტების ასლები, რომელიც გათხრებისას, ალ-ულეში აღმოაჩინეს. ექსპოზიცია რეგიონის ისტორიის საკმაოდ დიდ პერიოდს მოიცავს. ფრენისას მგზავრებს სთავაზობენ Discovery Channel-ის დოკუმენტურ ფილმს „უძველესი არაბეთის არქიტექტორები“.

იდეის ავტორების თქმით, მუზეუმი თვითმფრინავში - ეს მეთოდია, რითაც ყურადღება უნდა მიექცეს ამ რეგიონში არქეოლოგიურ სამუშაოებს და მიიზიდოს ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან. უჩვეულო ექსპოზიციის შექმნის ინიციატორები იმედოვნებენ, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების ჩამონათვალში მოხვდება.

 

მისტერ კინგის სახელით ცნობილი ჩინელი მამაკაცი აცხადებს, რომ ქალაქ ჩანშაში მდებარე ბარბექიუ-რესტორანმა ის „შავ სიაში“ შეიყვანა და სტუმრობა აუკრძალა, რადგან მას ბევრი ჭამა შეუძლია. ეს რესტორანი მომხმარებლებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ნებისმიერი ოდენობის კერძის მირთმევის უფლებას აძლევს. თუმცა, როგორც ჩანს, მისტერ კინგი გამონაკლისი აღმოჩნდა. ეს ადამიანი თავისი ჭამის ვიდეოებითაა ცნობილი.

მისი თქმით, პირველი სტუმრობისას, 1.5 კილოგრამი ღორის ხორცი შეჭამა, შემდეგ ვიზიტზე - 4 კილოგრამამდე კრევეტები მიირთვა. ის რესტორანს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. დაწესებულების მფლობელის თქმით კი, მისტერ კინგის ყოველი სტუმრობისას, რესტორანი რამდენიმე ასეულ იუანს ზარალობს. მაშინაც კი, როცა მარტო რძეს სვამს, ის 20-20 ბოთლს ერევაო. ამბავმა ჩინური სოცქსელები მოიცვა. ზოგი რესტორნის მეპატრონეს მხარს უჭერს, ბევრი კი აცხადებს, რომ თუ დაწესებულებას შესაბამისი რესურსი არ აქვს, ასეთი აქციები არ უნდა ჩაატაროს.

ბევრისთვის ცნობილია, რომ ბოტოქსი - გასუფთავებული და შესუსტებული ბოტულიზმის „ა“-ტიპის ნეიროტოქსინისგან დამზადებული პრეპარატია, რომლის გამოყენებაც 1980 წლიდან დაიწყო. სინამდვილეში, ეს ნივთიერება უძლიერესი ორგანული შხამია, რომელმაც საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრისას, შეიძლება მძიმე ტოქსიკური დაზიანება - ბოტულიზმი გამოიწვიოს.

თუმცა, ამის მიუხედავად, დღესდღეობით,  სპეციალური დოზებით, ბოტულინის ტოქსინი ფართოდ გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში. ის ასევე ეფექტურია შაკიკის, კუნთების სპაზმის, ჰიპერჰიდროზისა და შარდის შეუკავებლობის მკურნალობის დროს. ამერიკელმა სწავლულებმა, კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, დაადგინეს, რომ ბოტოქსის ინექციამ, შესაძლოა, დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომებიც შეამციროს. კვლევებით დადგინდა, რომ ბოტოქსის მიმღებ პაციენტებში შფოთვის რისკი 22-27%-ით დაბალია.

 

ამერიკული გამოცემა Page Six-წერს, რომ ქალმა ბავშვი 50 Cent-ის კონცერტზე გააჩინა. მათი ინფორმაციით, შემთხვევა ვაშინგტონის შტატში მოხდა. როდესაც ქალს ტკივილები დაეწყო და ცუდად გახდა, მასთან არენაზე მორიგე ექიმები მივიდნენ. აღმოჩნდა, რომ რეპერის მოყვარული ქალბატონი უკვე მშობიარობდა და მის კლინიკაში გადაყვანას ვეღარ მოასწრებდნენ. მედიკოსებმა ზეწრებით დარბაზის ნაწილი გადაკეტეს, რომ ცოტათი მაინც, მშობიარესთვის კომფორტი შეექმნათ. ქალმა გოგონა გააჩინა, დედა-შვილი სავადმყოფოში გადაიყვანეს და როგორც ექიმები ამბობენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.