ობობას ქანდაკება რეკორდულ ფასად გაყიდეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

Sothbey’s -ს აუქციონზე, გიგანტური ობობას ბრინჯაოს ქანდაკება რეკორდულ ფასად - 32.8 მილიონ დოლარად გაიყიდა. CNN-ის ცნობით, ამ ქმნილების ავტორი ლუიზ ბურჟუაა. ბრინჯაოში ჩამოსხმული მწერის სიმაღლე 3 მეტრია, სიგანე კი - 5.5 მეტრი. ქანდაკებამ აუქციონზე ორი რეკორდი დაამყარა: ეს ავტორის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარია (მისი წინა რეკორდი 31.2 მილიონი დოლარი იყო) და ამასთან, ბურჟუა ყველაზე ძვირადღირებული მოქანდაკე გახდა, რომლის ნამუშევრებიც აუქცონზე ყოფილა გატანილი. ლუიზ ბურჟუა პარიზელია, თუმცა, სიცოცხლის უმეტესი ნაწილი მან ნიუ-იორკში გატარა, სადაც სახელი გაითქვა უჩვეულო ინსტალაციებით. მისი მონუმენტური ქანდაკებები თანამედროვე ხელოვნების ცნობილ მუზეუმებშია გამოფენილი. ლუიზ ბურჟუამ ხანგრძლივი სიცოცხლე განვლო, ის 2010 წელს, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.