მაღაზიაში ნაყიდმა ღვინომ კონკურსი მოიგო

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბელგიაში გამართული პრესტიჟული კონკურსი - Gilbert Et Gaillard, სუპერმარკეტში 2.5 ევროდ ნაყიდმა ღვინომ მოიგო. როგორც ადგილობრივი მედია წერს, საქმე ცნობილი სომელიეს, ერიკ ბოშმანის ექსპერიმენტს ეხება. ქვეყნის საუკეთესო სომელიეს ტიტული მან 1988 წელს მოიპოვა. ერიკმა მაღაზიაში ყველაზე იაფფასიანი ღვინო იყიდა და კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანა, რომლის საფასურიც 50 ევროა. სომელიემ ღვინის ბოთლზე შეცვალა ეტიკეტი და მას ელიტარული ღვინის სახელწოდება - Château Colombier შეურჩია. მისმა გუნდმა კონკურსისთვის ღვინის შექმნის მეტად დამაჯერებელი ისტორიაც მოიგონა. კონკურსზე ბოშმანმა უფრო ხარისხიანი ღვინის ლაბორატორიული მონაცემები გაგზავნა, თუმცა ჟიურიმ ის არ შეამოწმა. შედეგად, მაღაზიაში ნაყიდმა იაფფასიანმა სასმელმა პირველი ადგილი და ჟიურისგან - პროფესიონალი სომელიეებისგან კარგი შეფასებებიც დაიმსახურა. მათი თქმით, აქცენტი ღვინის „მდიდარ გემოზე“ გააკეთეს.