მოწევას Y-ქრომოსომის გაქრობამდე მივყავართ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვედი მეცნიერები სენსაციურ აღმოჩენამდე მივიდნენ - მათ დაადგინეს, რომ მწეველი ადამიანების ორგანიზმის ბევრ უჯრედში, მამაკაცის Y-ქრომოსომები ქრებიან, რასაც შესაძლოა, ონკოლოგიური დაავადებებიც მოჰყვეს. მკვლევარები აცხადებენ, რომ ამ ქრომოსომის დაკარგვა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასაც ამოკლებს. თავგადაკლულ მწეველებში ეს ქორმოსომები, პირველ რიგში, სისხლის უჯრედებში, კერძოდ, ლიმფოციტებში კვდება. ლიმფოციტები იმუნური სისტმის უჯრედებია და ისინი ვეღარ უმკლავდებიან საკუთარ დანიშნულებას - შეებრძოლონ კიბოს უჯრედებს. გარდა ამისა, ეს შეიძლება მოხდეს არა მხოლოდ ფილტვების კიბოს დროს, არამედ, სხვა ორგანოების სიმივნით დაავადებების დროსაც. თუმცა, შვედმა სწავლულებმა ისიც დაადგინეს, რომ თუ ადამიანი მოწევას თავს ანებებს, მისი სისხლის უჯრედები სრულად აღდგება - მათში კვლავ ჩნდება Y-ქრომოსომა.