სათვალე ძილისმოყვარულებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ახალი სათვალე, რომელიც იაპონელმა ინჟინერმა ჰიროტაკა ოსავამ შექმნა, ალბათ, განსაკუთრებით იმ სტუდენტებს მოეწონებათ, რომლებსაც ხშირად ჩასთვლემთ, ხოლმემ ლექციებზე. მოწყობილობას, რომელსაც AgencyGlass უწოდეს, აქვს კამერა, გადამცემები, ორი OLED-დისპლეი, რომელიც ანიმაციურ თვალებს აჩვენებს. როცა ჩაძინებული ადამიანი თავს ჩამოაკანტურებს, თვალს ერთჯერ ახამხამებს, თავს თუ აქეთ-იქით აქნევს - რამდენიმეჯერ ახამხამებს. თუ მძინარეს თავი წინ ან უკან დაიხრება, არც ეს არის პრობლემა - სათვალის ვირტუალური თვალები (ანუ ადამიანის „მზერა“) მუდმივად მოსაუბრისკენ იქნება მიმართული. გარდა ამისა, AgencyGlass იმ ადამიანის მოძრაობასაც ადევნებს „თვალს“, რომელიც გელაპარაკებათ. საკუთარ ქმნილებას იაპონელი გამომგონებელი სერიოზულად არ თვლის, ამბობს, რომ ეს სათვალე მისი ერთ-ერთი სახუმარო ექსპერიმენტია.