მძარცველი კოცნამ დაღუპა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საფრანგეთის პოლიციამ, დნმ-ის ანალიზით, საიუველირო მაღაზიის მძარცველი იპოვა, რომელმაც წასვლის წინ, მძევალს ლოყაზე აკოცა. როგორც ერთ-ერთი ფრანგული გამოცემა წერს, გასულ წელს, ბოროტმზრახველებმა საიუველირო ბუტიკის თანამშრომელი მძევლად აიყვანეს. ის საკუთარ სახლში წაიყვანეს, დააბეს და წყალი გადაასხეს, თან უთხრეს, რომ ეს ბენზინი იყო და დაწვით დაემუქრნენ, თუკი ის მათ მოთხოვნებს არ შეასრულებდა. ყაჩაღებს სიგნალიზაციისა და სეიფების კოდები უნდოდათ, სადაც ძვირფასეულობა ინახებოდა. მერე ერთ-ერთი მათგანი ბუტიკში „საქმეზე“ წავიდა, მეორე კი მძევალს დარაჯობდა. წარმატებული რეიდისა და ოთხსაათიანი მოთმინებისთვის, მძევალმა გოგონამ ლოყაზე მძარცველის კოცნაც დაიმსახურა. გათავისფლებისთანავე, ის პოლიციაში წავიდა, სადაც დეტექტივებმა მისი ლოყიდან დნმ-ის ანალიზი აიღეს. შედეგად, დამნაშავეთა ბაზაში სულ ადვილად გაშიფრეს მძარცველი და დააკავეს.