ყველაზე სპორტული ევროპელები

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ასეთებად შვედეთის მოქალაქეები დასახელდნენ. გამოკითხული შვედებიდან, ყოველმა მეშვიდემ განაცხადა, რომ დაკავებულია ფიზიკური ვარჯიშებით. მხოლოდ 9%-მა აღიარა, რომ საერთოდ არ მისდევს სპორტს. შვედეთშივე დაფიქსირდა ადამიანების ყველაზე მეტი რაოდენობა, რომლებიც რეგულარულად დადიან ფიტნეს-ცენტრებში (33%). შედარებისთვის, დანიაში მხოლოდ გამოკითხულთა 25%-მა განაცხადა, რომ ხშირად სტუმრობს სავარჯიშო დარბაზებს. ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ სპორტში გაცილებით აქტიურები შვედი მამაკაცები არიან, ხოლო ქალები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ფიზიკურ დატვირთვებს.