კაკაო კიბოსგან დაგიცავთ

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეს გემრიელი სასმელი ლიდერია ანტიოქსიდანტების შემცველობით. კაკაო ადამიანს იცავს სიმსივნისა და ბევრი სხვა დაავადებისაგან, რაც საშიშია სიცოცხლისთვის. მეტიც, კაკაო ხელს უწყობს ახალგარზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებას - მასში არსებული ანტიქოსიდანტების რაოდეობა თითქმის ორჯერ აღემატება წითელ ღვინოში არსებულს. მიუხედავად იმისა, რომ კაკაოს ბევრი პროდუქტი შეიცავს, მაგალითად შოკოლადი, უმჯობესია, ამ ტკბილეულის ნაცვლად, ერთი ფინჯანი კაკაოს სასმელი მიირთვათ.

ამასთან, შოკოლადში დიდი რაოდენობითაა ნაჯერი ცხიმები, 40-გრამიან ფილაში - 8 გრამი, ერთ ფინჯან კაკაოში კი - სულ რაღაც 0.3 გრამი. თუ კაკაოს ფხვნილისგან მომზადებულ გემრიელ სასმელს ყოველდღიურად მიირთმევთ, ამით მნიშვნელოვნად შეინარჩუნებთ ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს და სისხლში ანტიოქსიდანტების შემცველობაც მოიმატებს. ფაქტია, რომ ისინი, რომლებიც ჩაისა და ყავაზე ხშირად, კაკაოს მიირთმევენ, ნაკლებად ავადდებიან კიბოთი - ეს კვლევების ბოლო შედეგებმაც აჩვენა.