56 ახალი სტატია

კოვიდს კიდევ ერთი ვაქცინა შეებრძოლება

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამ დაუსრულებელი კოვიდპანდემიის პერიოდში, სულ მალე, უკვე არსებულ ვაქცინებს კიდევ ერთი შეემატება. წლის ბოლოს, წამლის მწარმოებელი ფრანგული კომპანია შანოფი, ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანია Glaxo Smith Kline-თან ერთად, მსოფლიოს ახალ პრეპარატს შესთავაზებს. ამის თაობაზე ფრანგული ფირმის პრეზიდენტმა განაცხადა. ახალი პრეპარატის კლინიკური ცდების მეორე ეტაპმა აჩვენა, რომ ვაქცინა ძლიერ იმუნურ პასუხს იწვევს, მისმა ეფექტურობამ კი 95%-დან 100%-მდე შეადგინა. ამჟამად, კლინიკური ცდების მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რომელშიც 35 ათასი ადამიანი მონაწილეობს. ფრანკო-ბრიტანული პრეპარატი რეკომბინანტულ ცილებზეა დაფუძნებული ისევე, როგორც Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები. მისი მეორე დოზა 21 დღის შემდეგ კეთდება. ახალი პრეპარატის ავტორებმა უკვე დადეს შეთანხმება შესყიდვებზე აშშ-თან, ევროკავშირის ქვეყნებთან, კანადასა და დიდ ბრიტანეთთან, ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამა COVAX-თან.