ფეხსაცმელი ბრილიანტებით - მამაკაცებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრილიანტები საუკეთესო მეგობარი არა მხოლოდ სუსტი სქესისთვის, არამედ, მამაკაცებისთვისაც ყოფილა. ჩანს, ამ დევიზით იხელმძღვანელა Dom Borghese-ის დიზაინერმა კრისტოფერ შელისმა, როცა ძლიერი სქესისთვის, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელი შექმნა. ღვინისფერი ტყავის ფეხსაცმელი, ბრილიანტებითა და ოქროთია გაფორმებული და 100 ათასი გირვანქა სტერლინგი ღირს. დიზაინერის თქმით, ამ ფეხსაცმლის შექმნაზე, სამი წლის განმავლობაში მუშაობდა, შთაგონების წყარო კი დედოფალ ელისაბედ პირველის მდიდრული სტილი ყოფილა. არსანიშნავია, რომ მოდის ამ სახლმა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული, პლატინის ქამარიც შექმნა, რომლის ღირებულებაც 60 ათას გირვანქას აღწევს.