გარდაცვლილებთან „ურთიერთობას“ შევძლებთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკული სტარტაპი - StoryFile კლიენტებს უჩვეულო მომსახურებას სთავაზობს. კომპანია ადამიანის ჰოლოგრამას ქმნის, რათა ახლობლებმა მასთან „ურთიერთობა“ გარდაცვალების შემდეგაც შეძლონ. ადამიანის გარეგნობის მიხედვით, მისი ციფრული კლონი იქმნება, რომელიც შერჩეული თემების მიხედვით, კითხვებზე პასუხობს კიდეც, რასაც იმავდროულად, 20 კამერა იწერს. შემდეგ სპეციალისტები ამუშავებენ ჩანაწერებს და მას ხელოვნური ინტელექტის სავარჯიშოდ იყენებენ. ეს აუცილებელია, რათა ჰოლოგრამამ კონკრეტული ადამიანივით შეძლოს კითხვებზე პასუხის გაცემა. საბოლოო პროდუქტი კომპანიის ბაზაში გაეშვება და ამ ადამიანის სიკვდილის შემდეგ, მისი ახლობლები ციფრულ კლონთან „ურთიერთობას“ შეძლებენ.