შოტლანდიაში ჰიგიენური საფენები უფასო გახდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შოტლანდია პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა, რეალური მიზეზი კი ამ სფეროში სიღარიბის აღმოფხვრაა. კანონპროექტი მაისში დაამტკიცეს და ის ახლა შევიდა ძალაში. კანონის მიხედვით, ტამპონებისა და ჰიგიენური საფენების უფასოდ მიღება შესაძლებელია ზოგიერთ საზოგადოებრივ ცენტრში, ახალგაზრდულ კლუბებსა და აფთიაქებში. შოტლანდიის ყოველი ადგილობრივი საბჭო თავად გადაწყვეტს, რა ღონისძიება გაატაროს, თუმცა მათ აქვთ მოვალეობა, ვისაც ჰიგიენის ეს საგნები სჭირდება, უფასოდ მიაწოდოს. 2018 წელსაც, შოტლანდია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც სკოლები, კოლეჯები და უნივერსიტეტები უზრუნველჰყო უფასო სანიტარულ-ჰიგიენური ნივთებით. 2017 წლის გამოკითხვების მიხედვით, დიდ ბრიტანეტში, გოგონების 10%-ს არ აქვთ საშუალება, შეიძინონ ჰიგიენის საგნები, რის გამოც მეცადინეობებს აცდენენ.