ვიაგრას ალტერნატივა აღმოაჩინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიელმა მეცნიერებმა ვიაგრას ბუნებრივი ალტერნატივა იპოვეს. მათი განცხადებით, ჩიტიწვივა („გორიანკა“) - კოწახურისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, შეიძლება ერექტილური დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატების წარმოებისთვის ნედლეულად გამოდგეს. აპენინელ სწავლულთა თქმით, ახალი წამალი ისეთივე ეფექტური იქნება, როგორც ვიაგრა და ის უფრო ნაკლებ გვერდით მოვლენებს გამოიწვევს. მილანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ოთხი მცენარის თვისებები შეისწავლეს, რომელთაც აზიის ქვეყნებში, აფროდიზიაკების რანგში იყენებენ. აღმოჩნდა, რომ ჩიტიწვივას კომპონენტს, სახელწოდებით - იკარიინი, შეუძლია იმ ფერმენტის (ფოსფოდიესტერაზ-5) ბლოკირება, რომელიც სასქესო ორგანოს სისხლით მომარაგებას აკონტროლებს. იგივე მექანიზმი - ფერმენტის ბლოკირება დევს პოპულარული ვიაგრას მოქმედების საფუძველში. იკარიინის ექსტრატთან დაკავშირებული ექსპერიმენტებისას, იტალიელმა მცნიერებმა ამ ნივთიერების მოდიფიცირებული ვერსია მიიღეს, რომელიც ეფექტურობით ვიაგრას არ ჩამორჩება. ამავდროულად, ახალი „წამალი“ გაცილებით უფრო უსაფრთხო აღმოჩნდა, ვიდრე ცნობილი პრეპარატი. საქმე ისაა, რომ ვიაგრას აქტიური კომპონენტი დამთრგუნველ ზემოქმედებას ახდენს არა მარტო ამ ფერმენტზე, არამედ, სხვა ფოსფოდიესტერაზებზეც, რაც ფერების აღქმისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დარღვევას იწვევს. ამჟამად მეცნიერები იკარიინის კლინიკურ შემოწმებას გეგმავენ. თუ ცდები წარმატებული აღმოჩნდება, ახალი საშუალება ერექტილური დისფუნქციის სამკურნალოდ ბაზარზე, დაახლოებით, 8-10 წელიწადში გამოჩნდება.