სწარაფად დაბერების მიზეზს მიაგნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადამიანის დაბერების პროცესს სერიოზულად აჩქარებს მავნე ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმში გარემოდან ხვდებიან, - ამტკიცებენ ამერიკელი სწავლულები. კაროლინის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ცენტრის სპეციალისტებმა, ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დაადგინეს, რომ გენები მხოლოდ 30%-ით განსაზღვრავენ, თუ როგორ გამოიყურება ადამიანი, გარე-ფაქტორები კი ორგანიზმზე გაცილებით სერიოზულად ზემოქმედებენ, მათი როლი ექსპერტებმა 70%-ით შეაფასეს. დაბერების პროცესის სისწრაფის განსაზღვრის მეთოდიკა მკვლევარებმა მღრღნელებზე გამოსცადეს. ექსპერიმენტისას, ის გენებიც გამოავლინეს, რომლებიც შედარებით მეტად უწყობენ ხელს დაბერებას. მიღებული მონაცემების მიხედვით გაირკვა, რომ ყველაზე საშიში ტოქსინია სიგარეტის კვამლი, მეორე და მესამე ხარისხის ზიანს ახალგაზრდობას ულტრაიისფერი გამოსხივება და ქიმიოთერაპია აყენებს, თანაც ეს უკანასკნელი პროცედურა, სიბერეს 15 წლით გვიახლოვებს. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ძირითადად, ეს ფაქტორები აზიანებენ ჯანმრთელ უჯრედებს, რომლებიც ნეგატიური ზემოქმედების გამო, გაყოფის უნარს კარგავენ. დროთა განმავლობაში, დაზიანებული უჯრედები გროვდებიან ორგანიზმში და სხვადასხვა სახის ანთებით პროცესებს იწვევენ, შედეგად კი ათასგვარი ასაკობრივი დაავადებაც ჩნდება.