იტალიაში წყალქვეშა მებაღეობას მისდევენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიელ მეცნიერთა ჯგუფმა მსოფლიოში პირველი წყალქვეშა ბაღი შექმნა ხმელეთის მცენარეებისთვის. პროექტი, სახელწოდებით „ნემოს ბაღი“ (Nemo’s Garden), Ocean Reef Group-მა, ექსპერიმენტის სახით დაიწყო, სადაც სხვადასხვა სახის მცენარეა წარმოდგენილი - რეჰანიდან მარწყვის ჩათვლით. მკვლევარები იმ შემთხვევისთვის ემზადებიან, თუკი მომავალში, კლიმატური ცვლილებების გამო, იტალიის ზოგიერთი რეგიონი ძალიან მშრალი იქნება სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის. ჰაერით სავსე ექვსი სათბური ლიგურიის სანაპიროსთან, რვა მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. მზის ენერგიის დახმარებით, ელექტროენერგიის მინიმალური მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია, აორთქლილი ზღვის წყალი კი კონდენსირდება სათბურის ჭერის შუშაზე და მას მცენარეების მოსარწყავად იყენებენ. მოწეული მოსავლის მოსაკრეფად, წყალში მყვინთავი ჩადის. სპეციალისტები ამბობენ, რომ მაღალი წნევა, რაც წყლის სიღრმეშია, სინამდვილეში, სასარგებლოა მცენარეების სიჯანსაღისა და ზრდისთვის. თანაც, ეს პირობები მოსავალს ინტენსიურ გემოს ანიჭებს. თუკი გავითვალისწინებთ, რა გვალვებია წელს იტალიაში და ზოგადად, ევროპაში, ჩანს, ახლო მომავალში, წყალქვეშა ბაღი საკმაოდ პოპულარული გახდება.