ქორწილის სტუმრებს სასმელს მიჰყიდიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ქორწილის გადახდა ძვირი სიამოვნებაა. გონებამახვილი წყვილები კი ყოველთვის ეძებენ გამოსავალს, ცოტა ეკონომია გააკეთონ და თანხა დაზოგონ. ასე მოიქცა ბრიტანელი წყვილიც - მათ ქორწილისთვის განსაზღვრული თანხის „ამოღების“ გზა გამონახეს. სიძე-პატარძლის გადაწყვეტილებით, ვერც ერთი სტუმარი უფასო ბარით ვერ ისარგებლებს, თუკი მათი თაფლობის თვის ან ახალი სახლისთვის შექმნილ ანგარიშზე თანხას არ ჩარიცხავენ. როგორც ბრიტანული „მირორი“ წერს, ვინც სასმელის ულიმიტოდ მირთმევას მოინდომებს, ვალდებული იქნება, 12 გირვანქა სტერლინგი (8 - ანგარიშზე და 4 - ბარმენისთვის) გადაიხადოს. ამ გადაწყვეტილების შესახებ მომავალმა პატარძალმა სოციალურ ქსელში დაწერა, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.