ადამიანის დნმ-ის რედაქტირება დაიწყეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინეთში, აქტიურად შეუდგნენ ადამიანის გენომის რედაქტირებაზე მუშაობას. სწავლულებს სჯერათ, რომ ეს დაეხმარება კაცობრიობას, თავი დააღწიოს საშიშ დაავადებებს. აღსანიშნავია, რომ მეცნიერების ამ სფეროში ჩინელები გაცილებით წინ წავიდნენ, ვიდრე სხვა ქვეყნები. ამას ქვეყნის ლოიალური კანონმდებლობაც უწყობს ხელს. სხვაგან ადამიანის გენომის შეცვლაზე ექსპერიმენტები არ არის ნებადართული. ჩინელები ექსპერიმენტებს მოხალისეებზე ატარებენ, რომლებიც ცდებში მონაწილეობას დათანხმდნენ. ამის წყალობით, ჩინეთი ამ სფეროში მსოფლიო ლიდერია. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დნმ-ის რედაქტირების (საწყის მდგომარეობაში დაბრუნება) გზით, შესაძლებელია არა მხოლოდ სიმსივნისგან თავის დაღწევა, არამედ, ყველა იმ საშიში დაავადების თავიდან აცილებაც, რომლებიც ძალიან ხშირად, ლეტალური შედეგით სრულდება.