56 ახალი სტატია

ყავის ჭიქები საკვებად ვარგისი იქნება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ახალი ზელანდიის ნაციონალურ ავიაკომპანიაში - Air New Zealand, საკვებად ვარგის ყავის ჭიქებს ცდიან, რომელსაც ავიარეისების მგზავრებს შესთავაზებენ. სიახლის მიზანი ნარჩენების შემცირებაა, რომელიც ფრენის შემდეგ, ნაგავში იყრება. ჭიქები ადგილობრივმა კომპანიამ ბისკოტისგან (იტალიური ფხვიერი ორცხობილა) დაამზადა და მას ვანილის გემო აქვს. ინოვაციურ ჭურჭელს ცდიან, როგორც ცაში, ასევე, მიწაზეც. მგზავრები, რომელთაც ეს ჭიქები უკვე გასინჯეს, კმაყოფილება ვერ დამალეს. ავიაკომპანია აპირებს, ასეთივე ჭურჭელი შემოიღოს დესერტებისთვისაც. ავიაკომპანია მგზავრებს, წლის განმავლობაში, მთლიანობაში, 8 მილიონზე მეტ ჭიქა ყავას სთავაზობს.