ლუდი ზეთისხილისგან მოხარშეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანელმა აგრონომმა, ივან კაელესმა კატალონიიდან, რომელიც ზეითუნის ზეთის მწარმოებელია, ზეთისხილის ლუდი წარადგინა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. ეს უნიკალური ქაფიანი სასმელი, სახელწოდებით - Oliva Green Beer, შეიცავს შვიდი სახეობის Pallars Jussa ზეთისხილს. ის სასმელს პიკანტურ სიმწარეს, განუმეორებელ არომატსა და მადისაღმძვრელ, მომწვანე შეფერილობას აძლევს. ლუდი ჩეხური „პილზნერის“ სტილშია მოხარშული, აქვს 5%-იანი სიმაგრე და გამაგრილებელი გემო. ამ ექსკლუზიური სასმელის შეძენა, ჯერჯერობით, კატალონიის მხოლოდ ექვს სავაჭრო წერტილშია შესაძლებელი. ერთი ბოთლი ზეთისხილის ლუდის ფასი 3.45 ევროა.