რა რაოდენობის საერთაშორისო ტურისტი მიიღო საქართველომ 2022 წელს- როგორია ტურიზმის აღდგენის დინამიკა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იანვარ-აპრილის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 820,796 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 36.2% აღდგენის მაჩვენებელია. საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ კი 642,343 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემების 52.2% აღდგენის მაჩვენებელი და 2021 წელთან შედარებით, 233.9%-იანი ზრდის მაჩვენებელია.
ამასთან, იანვარ-აპრილის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 582,297,301 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.9% აღდგენაა. 2021 წლის იანვარ-აპრილის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 478,886,422 (+463.1%) აშშ დოლარით.
ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის, საქართველოს პარლამენტის, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობითა და Usaid-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობს ტურიზმის მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფის პროცესზე მუშაობა.