რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების მიზნით

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების მიზნით, შემდეგი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განხორციელდა :
• სვანეთში, ზურულდის მთაზე, 2021 წელს აშენდა ამიერკავკასიაში ყველაზე სწრაფი საბაგირო;
• ბაკურიანში, დიდველის ორ სათხილამურო ტრასაზე დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზა. აშენდა PGS, PSL და სლოუფსტაილის ტრასები;
• მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში, ბაკურიანში მიმდინარეობს წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარის (ტბა) მშენებლობა: დიდველი − 201 433 მ3, კოხტა-მიტარბი − 105 948 მ3;
• ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო ტრასაზე განხორციელდა ღამის განათების სარეაბილიტაციო სამუშაოები;
• თეთნულდზე დაიწყო ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის პროცესი;
• აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, საქართველო მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში.