ირაკლი კობახიძე და მისი პირადი ცხოვრება - ის რაც აქამდე არ იცოდით

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოლო დღეებში აქტიურად განიხილება საკითხი, რომ ირაკლი კობახიძემ შესაძლოა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სკამი დაიკავოს. ეს ყველაფერი ჯერჯერობით დაუზუსტებელია, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენი რუბრიკის ფარგლებში შემოგთავზოთ ირაკლი კობახიძის ბიოგრაფია და აქამდე უცნობი ამბები.

ვინ არის ირაკლი კობახიძე?

  • დაიბადა 1978 წლის 25 სექტემბერს. პროფესიით არის იურისტი და პოლიტიკოსი.
  • ეროვნება ქართველი
  • განათლება -             თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2000) - დიუსელდორფის უნივერსიტეტი (2005)
  • ის არის პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე.
  • პოლიტიკოსი არის ორი სახელმძღვანელოსა და ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
  • საქართველოს IX და X მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2019 წლის 21 ივნისამდე. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე 2021 წლის 16 იანვრიდან.

 

ირაკლი კობახიძის ოჯახი

ირაკლი კობახიძის მამა გიორგი კობახიძე საქართველოში ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო. 1990-1992 წლებში იგი იყო ეროვნული კონგრესის პრეზიდიუმის წევრი და აღმასრულებელი მდივანი. 1992-1999 წლებში იყო საქართველოს მე-3 და მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი. ბოლო პერიოდში იყო "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრი. 2015 წლის იანვარში გიორგი კობახიძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა, რის მიზეზადაც შვილის - ირაკლი კობახიძის "ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად დანიშვნა და, ამის გამო, შესაძლო პოლიტიკური უხერხულობების თავიდან აცილება დაასახელა.

პარლამენტის თავმჯდომარის დედა - თამარ ზაალიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე და უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საბჭოს წევრია. პარალელურად, იგი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა - არის აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ირაკლი კობახიძის და ქეთევან კობახიძე, ჟურნალისტი და მხატვარი.  

(ქეთი კობახიძის ექსკლუზიური ინტერვიუ მესამე პერსონალური გამოფენის შემდეგ)

მეუღლე ნატალია მოწონელიძე, პროფესორი, რომლისგანაც ჰყავს ორი შვილი, გიორგი და ნიკო კობახიძეები.

მი­უ­ხე­და­ვად ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბი­სა, ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. ის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად არა­სო­დეს ჩნდე­ბა სა­ჯა­რო ად­გი­ლებ­ში და სა­ყო­ველ­თაო დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე, სა­დაც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ოჯახ­თან ერ­თად მი­დი­ან... ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე შვი­ლე­ბით მი­დის.