მინდა მჯეროდეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე - კალაძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს პრეზენტაცია - „თბილისის ურბანული განვითარების პოლიტიკა“ ჩაატარა, რომელზეც ქალაქში ჩატარებული სხვადასხვა სამუშაოს შესახებ  ვრცლად ისაუბრა:

„დღეს ურბანული პოლიტიკის მიმართულებით თბილისი არის ბევრად უფრო მოწესრიგებული, კომფორტული და გამწვანებული ქალაქი. რაც მთავარია, ქალაქს აღებული აქვს სწორად განვითარების გეზი, აღარასდროს დავუბრუნდებით წარსულ პრაქტიკას, როდესაც გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა ქაოტურად, თბილისისა და თბილისელების წინააღმდეგ, რაც ყველასთვის დამაზიანებელი იყო. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს ძალიან ბევრი გამოწვევა, რაც 20-30 წლის განმავლობაში დაგროვდა, თუმცა, მთავარია მონდომება, თქვენი მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ და ამ ერთიანობით ყველა გამოწვევას აუცილებლად გავუმკლავდებით. ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ თითოეული თბილისელის წინაშე, რას ვგეგმავდით და როგორ შევასრულეთ ჩვენი დაპირებები. ბევრი პრობლემის, გამოწვევის და კოვიდპანდემიის მიუხედავად ჩვენ მუხლჩაუხრელად ვიმუშავეთ.

მე მიმაჩნია, რომ ჩვენმა გუნდმა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც შექმნა, ეს არის საფუძველი იმისა, თუ როგორ თანმიმდევრულად უნდა განხორციელდეს ყველა რეფორმა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რაც აუცილებელია ევროპული თანამდეროვე დედაქალაქის სწორად ფუნქციონირებისთვის, მოქალაქეების უსაფრთხო ცხოვრებისათვის.

მომავალში, ამ რეფორმების გაგრძელებით დარწმუნებული ვარ, რომ წლების მერე თბილისი იქნება გამართული ურბანული პოლიტიკის მატარებელი ქალაქი, თანამედროვე სატრანსპორტო ქსელით, მწვანე ზონებით, ეკოლოგიურად სუფთა და ჰარმონიული გარემოთი. მინდა მჯეროდეს, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე, წინსვლაზე, არ იმოქმედებს რეფორმებზე და ის საშინელი, ქაოტური პროცესი, რაც გამოვიარეთ თითქმის 30 წლის განმავლობაში, საბოლოოდ წარსულ ჩაბარდა“