სამგორის გამგეობა სოფელ ნასაგურში ნაძვების ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის რაიონის გამგეობა, სოფელ ნასაგურში, ნაძვების ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი, დაახლოებით, 4 000 კვ. მ-ის მოცულობის ფართობზე დაიგება, რომლის ღირებულება 394 955 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს, მერის მოადგილე კახა გულედანი, გამგებელთან კახა სამხარაძესთან და გამგებლის მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.