რჩეული სტატიები

Grid List

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სწავლულებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელსაც ელექტროენერგიის წარმოება ატმოსფეროდან შეუძლია. ეს მოწყობილობა გარემოს ტემპერატურის ყოველდღიურ რყევებზე რეაგირებს. დღე-ღამეს შორის, ცელსიუსის 10-გრადუსიანი განსხვავებისას, აპარატი 1.3 მილივოლტ ენერგიასა და 350 მილივოლტ პოტენციურ ენერგიას გამოიმუშავებს. ეს მარტივი სენსორებისა და საკომუნიკაციო აღჭურვილობის დასამუხტად სავსებით საკმარისია. მოწყობილობის შიგნით, სპილენძისა და ნიკელისგან დაფარული ლითონის ქაფია, რომელსაც სპეციალური ცვილი ემატება. შედეგად, აპარატის ერთი მხარე წარმოქნის სითბოს მაშინ, როდესაც მეორე მხარე აგროვებს მას. სპეციალისტები მოწყობილობის ძალის განვითარებას გეგმავენ, რათა მან სმარტფონების დამუხტვა შეძლოს.

 

კვლევების თანახმად, რომელიც ბრისტოლის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს, ვეგეტარიანელები დეპრესიის განვითარების უფრო მაღალი რისკქვეშ არიან, ვიდრე ისინი, რომელთა რაციონიც დაბალანსებულია და ხორცის პროდუქტებსაც შეიცავს. 10 ათასი ადამიანის მონაცემების გაანალიზების შედეგად, სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ვეგეტარიანული დიეტის მიმდევრებს ორჯერ უფრო ხშირად აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის გამო. ვეგეტარიანელებს არ ჰყოფნით ბე-12 ვიტამინი, რომელსაც ხორცეული შეიცავს და რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს განწყობის დარეგულირებაში. კვლევების შედეგად მიღებული მონაცემებით, ვეგანების დაახლოებით 50% და ვეგეტარიანელების 7%, ამ ვიტამინის დეფიციტს განიცდის. გარდა ამისა, მცენარეული რაციონის მიმდევრები იშვიათად მიირთმევენ ზღვის პროდუქტებს, რაც ასევე, შეიძლება, დეპრესიული სიმპტომების განვითარების მიზეზი გახდეს. რაციონში რკინის ნაკლებობა კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც, შესაძლოა, ვეგეტარიანელები განწყობის აშლილობას უჩიოდნენ. 

ყოველდღიურად ორი კათხა ლუდი დემენციის რისკს ამცირებს, მიაჩნიათ სწავლულებს „მწვანე კონტინენტიდან“. ავსტრალიელებმა 60 წელს ზემოთ, 25 ათასი ადამიანის ასაკობრივი ჭკუასუსტობის შესახებ მონაცემები გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ისინი, რომლებიც დღეში ორ კათხა ქარვისფერ სითხეს სვამდნენ, სამჯერ უფრო ნაკლები ჰქონდათ მეხსიერების დაქვეითების პრობლემა, ვიდრე მათ, რომლებიც ლუდს საერთოდ არ მიირთმევდნენ. ამავდროულად, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს სპირტიანი სასმელი სასარგებლო მხოლოდ მისი ზომიერად მიღების შემთხვევაში იქნება.

იტალიაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მედიაში უფროდაუფრო ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველად ეყოლება ულტრამემარჯვენე, პოსტფაშისტური ხელისუფლება. არჩევნების გ­ზიტ­პო­ლე­ბის თა­ნახ­მად, ჯორჯია მელონის პარ­ტია „იტა­ლიის ძმე­ბი" (Fratelli d'Italia) ხმე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 26%-ით იმარ­ჯვებს. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს კონკრეტული პარტია და მისი ლი­დე­რი, ჯორჯა მელონი დი­დად არ დის­ტან­ცირ­დე­ბი­ან ფა­შიზ­მის­გა და ის ერთ-ერთ ყველაზე მემარჯვენე მთავრობას ჩამოაყალიბებს უახლოეს ისტორიაში. მაინც ვინ არის იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი და რატომ  გამოიწვია ამდენი ურთიერთგამომრიცხავი ვნებათაღელვა?!

ჯორჯა მელონი 1977 წლის 15 იანვარს დაიბადა. გოგონა 11 წლის იყო, როდესაც მამამ ოჯახი მიატოვა და კანარის კუნძულებზე გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამამისს ესპანეთის ციხეში 9 წელი მიუსაჯეს ნარკოტრაფიკინგის ბრალდებით.  

1992 წელს, 15 წლის მელონი შეუერთდა ახალგაზრდულ ფრონტს - ნეოფაშისტური პარტიის, იტალიის სოციალური მოძრაობის, ახალგაზრდულ ფრთას. ამ პერიოდშივე მან დააარსა სტუდენტური მოძრაობა Gli Antenati (წინაპრები), რომელიც მონაწილეობდა საჯარო განათლების რეფორმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში. 

1996 წელს მელონიმ დაამთავრა ამერიგო ვესპუჩის ინსტიტუტი. მისი თქმით, აქ მან მიიღო უმაღლესი სკოლის დიპლომი ენების სპეციალობაში და უმაღლესი შეფასება აიღო. შემდეგ როგორც გაირკვა, ინსტიტუტი არ იყო უცხო ენების სპეციალიზირებული სასწავლებელი, შესაბამისად, არ ჰქონდა ენების დიპლომის გაცემის უფლება. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა ხანგრძლივი კამათი მისი დიპლომის ნამდვილობის შესახებ

2006 წელს მელონი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის წევრად აირჩიეს. ამავე დროს დაიწყო ჟურნალისტად მუშაობა. 2008 წელს 31 წლის ჯორჯა მელონი პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშნა, რის შედეგადაც ის იტალიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქალი-მინისტრი გახდა.

2008 წლის აგვისტოში მან იტალიელი სპორტსმენებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოეცხადებინათ პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიისათვის, ჩინეთის მიერ ტიბეტის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკის გამო - ამის გამო სილვიო ბერლუსკონისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკო ფრატინის კრიტიკა დაიმსხურა.

2009 წელს, მისი პარტია გაერთიანდა Forza Italia-სთან (FI), ხოლო მელონიმ დაიკავა გაერთიანებული პარტიის ახალგაზრდული განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობა. იმავე წელს მან ხმა მისცა კანონს ევთანაზიის წინააღმდეგ.

2012 წლის დეკემბერში, ჯორჯა მელონიმ, ინიაციო ლა-რუსამ და გვიდო კროზეტომ დააარსეს ახალი პარტია „იტალიელი ძმები“, რომლის სახელიც მომდინარეობს ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნის ტექსტიდან. ის 2014 წლის მარტში გახდა პარტიის პრეზიდენტი. ამავე წლის აპრილში მელონი წარადგინეს იტალიაში ევროპარლამენტის არჩევნების კანდიდატად. პარტიამ მიიღო ხმების 3,7%, ვერ გადალახა 4 %-იანი ბარიერი და შესაბამისად მელონიც ვერ გახდა ევროპარლამენტის წევრი. მან სულ 348 700 ხმა მიიღო. 2018 წელს კი პარტიამ „იტალიის ძმები “ საპარლამენტო არჩევნებში ხმების მხოლოდ 4% მოაგროვა.

ამის შემდეგ ჯორჯა მელონიმ ოპოზიციაში გადაინაცვლა და ბევრი იმუშავა რიტორიკის შერბილებაზე. საგრძნობლად შეამცირა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მიმ­დი­ნა­რე ომში უკ­რა­ი­ნას უჭერ­ს მხარს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პარ­ტია, რო­მელ­საც ის ხელ­მძღვა­ნე­ლობს, დიქ­ტა­ტორ ბე­ნი­ტო მუ­სო­ლი­ნის ფა­შის­ტე­ბის იდე­ო­ლო­გი­ა­ზეა დაფუძნებული.

მელონიმ ამჟამინდელი საარჩევნო კამპანია დაიწყო პოპულისტური ლოზუნგით „იტალია და იტალიელები - უპირველეს ყოვლისა!" და განაცხადა, რომ პირველ რიგში ქალი, დედა, იტალიელი და ქრისტიანია. ამა­ვე დროს, წლის და­სა­წყის­ში კიდევ ერთხელ დააფიქსირა მისი მემარჯვენე კონსერვატიული შეხედულებები:

 "დიახ - ტრა­დი­ცი­ულ ოჯახს, არა - LGBTQ მოძ­რა­ო­ბას, დიახ - სექ­სუ­ა­ლურ იდენ­ტო­ბას, არა - ის­ლა­მის­ტურ ძა­ლა­დო­ბას, დიახ - სა­ზღვრე­ბის დაც­ვას, არა - მა­სი­ურ ემიგ­რა­ცი­ას. არა - დიდ სა­ე­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სებსდა არა -  ბრი­უ­სე­ლის ბი­უ­როკ­რა­ტებს!“

2016 წლის 30 იან­ვარს, ერ­თსქე­სი­ა­ნი წყვი­ლე­ბის­თვის ბავ­შვე­ბის მიშ­ვი­ლებს ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის წინააღმდეგ ჩატარებული მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის დროს, ჯორ­ჯი­ამ სა­ხალ­ხოდ განაცხადა, რომ ფეხ­მძი­მედ იყო. ბავშვის მამა მე­გო­ბა­რი ბი­ჭი ტე­ლე­წამ­ყვანი ან­დრეა ჯამ­ბრუ­ნოა. იმავე წლის 16 სექ­ტემ­ბერს წყვილს გო­გო­ნა ჯი­ნე­ვე­რა შე­ე­ძი­ნა. ისინი დღესაც ერ­თა­დ არიან, თუმ­ცა, მათი თქმით, 7-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დე­გაც, ქორ­წი­ნე­ბას არ ჩქა­რო­ბენ.

2019 წელს მე­ლო­ნი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მას სდევ­ნი­და მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლის მამა იყო და ქალ­მა შვი­ლი მოსტა­ცა. მა­მა­კა­ცი მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ა­კა­ვეს და ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

„რამხელა გავლენა ექნება მელონის? იტალია ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით პრობლემებს ალბათ არ შექმნის. რომმა ევროკავშირის კორონავირუსის ფონდიდან ყველაზე დიდი თანხა - 200 მილიარდ ევრომდე უნდა მიიღოს. ეს ფული ინფლაციისა და ენერგიის გაზრდილი ფასების ფონზე მართლაც ძალიან გამოადგებათ. მართალია მელონიმ თქვა, ამ თანხის მიღების პირობებზე ახალ შეთანხმებას მივაღწევო, მაგრამ ეს არ მოხდება - ევროკომისია მას მხოლოდ სიმბოლური ცვლილებების განხორციელების საშუალებას მისცემს.

მელონი ევროპის პოლიტიკაზე გავლენას სავარაუდოდ ყველაზე საკამათო სფეროებში იქონიებს, როგორებიცაა იმიგრაცია, აბორტი და ლგბტ უფლებები - ამ საკითხებზე მას აზრი არ შეუცვლია.“ - წერს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკმა

საუდის არაბეთში მცხოვრებმა მამაკაცმა აბუ აბდულამ, 43 წლის განმავლობაში, 53-ჯერ იქორწინა. აბდულა ისეთი ქალის პოვნას ცდილობდა, რომელიც მას სულიერ სიმშვიდეს მიანიჭებდა. 63 წლის აბდულას განცხადებით, როდესაც პირველად იქორწინა, მეტად ცოლის მოყვანას არ აპირებდა. იმ მომენტში თავს კომფორტულად გრძნობდა, ჰყავდა შვილები. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, პრობლემებმა იჩინა თავი და აბდულამ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა დაქორწინება. როცა მის ცოლებს შორისაც უთანხმოება გაჩნდა და ხშირადაც ჩხუბობდნენ, ის ორივეს გაშორდა და სხვა ქალებზე იქორწინა. ასე აგრძელებდა მამაკაცი გაყრას და დაქორწინებას 43 წლის განმავლობაში. ამ არაბს მეტსახელად „საუკუნის მრავალცოლიანიც“ შეარქვეს. მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ შეძლო აბდულამ ისეთი ცოლის პოვნა, რომელთანაც, როგორც იქნა, თავი ბედნიერად იგრძნო. დღესაც სწორედ ამ ქალზეა დაქორწინებული და მეტად „გაყრა-შეყრას“ აღარ აპირებს.

მკვლევარებმა სიმსივნურ უჯრედებში ქიმიოთერაპიული მედიკამენტების გადატანის ინოვაციური მეთოდი შეიმუშავეს. როგორც Science Daily წერს, ქიმიოთერაპიის ახლებური მეთოდი ორგანიზმში პრეპარატის ნანორობოტებით შეყვანას უკავშირდება. კვლევების თანახმად, სპეციალურად შექმნილი ტექნოლოგია პირდაპირ კიბოს უჯრედებში, ინექციის გაკეთების საშუალებას იძლევა. ნანორობოტების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ახალ მეთოდს შეუძლია შეამციროს გვერდითი მოვლენები. მას სამგანზომილებიანი პრინტერის საშუალებით ამზადებენ.