ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. გლდანის მერვე დაწესებულებასთან ლაზარეს დედა, ბაბუა, ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები დახვდნენ. მარტის აქციების მონაწილე პრეზიდენტმა შეიწყალა. 

"ბრძოლა გრძელდება, აქციებია, აქციებზე შევხვდებით" - ეს არის ლაზარეს პირველი კომენტარი, რომელიც მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან გააკეთა და პრეზიდენტს შეწყალებისთვის მადლობა გადაუხადა. ლაზარე გრიგორიადისმა აღნიშნა, რომ დღესვე შეუერთდება ახალგაზრდების პროტესტს რუსული კანონის წინააღდმდეგ.