115 ახალი სტატია

ადამიანი,რომელიც ვირუსს აეროპორტში ემალებოდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შენიღბვისა და თვითიზოლაციის ოსტატი - ასე ამბობენ ამერიკელზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შიშის გამო, სამი თვის განმავლობაში, ჩიკაგოს აეროპორტის უსაფრთხოების ზონაში იმალებოდა. ადიტია სინგხი ოქტომბრის ბოლოდან თავს აეროპორტის თანამშრომლად ასაღებდა. იკვებებოდა პროდუქტებით, რასაც მგზავრები აძლევდნენ.


დოკუმენტების შემოწმების დროს, ის მაშინ დააკავეს, როცა პირბადე მოიხსნა და სხვა თანამშრომლის დაკარგული სამსახურებრივი ჟეტონი წარადგინა. საერთოდაც, რა უნდოდა მას ჩიკაგოში, უცნობია _ ის ლოს-ანჯელესის მახლობლად ცხოვრობს და უმუშევარია. სინგხი ნასამართლევი არ არის, მაგრამ ახლა, უსაფრთხოების ზონაში უკანონოდ შეღწევისთვის გაასამართლებენ. მეტიც, ჩიკაგოს აეროპორტში ოდესმე გამოჩენაც კი აუკრძალეს.